"რაფერ ვთქვა ტყული, მამაო..."-გურულის პირველი აღსარება
ავტორი: გურიის მოამბე
"რაფერ ვთქვა ტყული, მამაო..."-გურულის პირველი აღსარება

პირველ აღსარებაზე მიმავალ გურულს, მეორე გურული ხვდება და სთხოვს: თუ ძმა ხარ, დიდხანს გაჩერდი აღსარებაზე, იქნება მღვდელი შემიყოლიო, მის ცოლს ვყვარობ და პაემანი დიდხანს რომ გამიგრძელდესო.
მღვდელთან მისული გურული აღსარებას იწყებს: 
- რაფერ ვთქვა ტყული, მამაო, პირველ აღსარებას ვამბობ და ვერ დაგიმალავ: აგი და აგი კაცი შემხვდა გზაში, შენს ცოლს ყვარობს თურმე და შენი შეყოლიება მთხოვა აღსარებით.
მღვდელი:
- ბიჯო, რაც გინდა მითხრა, ჩქარა ჩამოათავე და გეიქეცი, მე ცოლი არ მყავს და შენთანაა, ეტყობა, მაგი სახლში.

გურული იუმორი აღებულია მანანა ჯინჭარაძის გვერდიდან

'.$TEXT['print'].'