ნატანებში კრიმინალური ავტორიტეტის სახლში ხელყუმბარა აღმოაჩინეს
ავტორი: გურიის მოამბე
ნატანებში კრიმინალური ავტორიტეტის სახლში ხელყუმბარა აღმოაჩინეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტის, ავთო ბოლქვაძის, მეტსახელად "ლოსას" საცხოვრებელ სახლში, ოჯახის წევრებმა ხელყუმბარა აღმოაჩინეს.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" შსს დან საკუთარმა წყარომ აცნობა.

იმავე წყაროს ვარაუდით, ხელყუმბარა უცნობმა პირებმა "ლოსას" სახლს ესროლეს, მაგრამ არ აფეთქდა.

თავად ავთო ბოლქვაძე გურიაში ე.წ. "კანონიერი ქურდების" სახელით მოქმედებს და მისი სახელი ბიზნესის "რეკეტთან", ქვიშა-ხრეში კარიერებთან და "საქმის გარჩევებთან" ასოცირდება.

წყაროს ინფორმაციით, ვინაიდან "ლოსა" მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირია და ყველა არჩევნებზე ამ უკანასკნელის მხარდასაჭერად "ქუჩის" მობილიზებას ახდენს და მმართველ პარტიას აფინანსებს, პოლიციისგან ხელშეუხებლობით სარგებლობს.

ბოლო ადგილობრივ არჩევნებში "ლოსა" "ოცნების" კანდიდატის, ბეგლარ სიორიძის მხარდამჭერი იყო და ამ კანასკნელის მოწინააღმდეგეებს სოფლიდან გასახლებით ემუქრებოდა.

"შესაბამისად მომხდარზე არანაირი ძიება დაწყებული არ არის" - გვეუბნება წყარო. 

'.$TEXT['print'].'