შეკვეთილში ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა, რომელსაც დიდი ზომის ჭრილობა აღენიშნება
ავტორი: გურიის მოამბე
შეკვეთილში ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა, რომელსაც დიდი ზომის ჭრილობა აღენიშნება

შეკვეთილში, სასტუმრო პარაგრაფიდან რამდენიმე მეტრში ზღვამ მკვდარი დელფინი გამორყა.

შემთხვევის ადგილიდან "გურიის მოამბეს" ფოტო მოაწოდეს, რომელზეც ჩანს, რომ ზღვის ძუძუმწოვარს დიდი ზომის ჭრილობა აღენიშნება.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით,  სესაძლოა ეს რაიმე ტიპის იარაღით სპეციალურად იყოს მიყენებული. 

შავი ზღვის სანაპიროზე მკვდარი დელფინების გამორიყვა ხშირი მოვლენაა, მხოლოდ 2018 წელს, დაახლოებით 110-120 მკვდარი ძუძმწოვარი იქნა ნანახი.

ზღვის ძუძუმწოვართა დაღუპვის ოთხი ძირითადი მიზეზი არსებობს. პირველი — ბიოლოგიური სიკვდილი, როდესაც ძუძუმწოვრები ბუნებრივი სიკვდილით იღუპებიან. მეორე — პათოლოგიები, რომლებიც დაავადებებსა და ინფექციებს უკავშირდება. მესამე — სანავიგაციო ტრავმა, როდესაც ისინი გემებს, კატარღებს ეჯახებიან და კვდებიან, და მეოთხე მიზეზი — თევზსაჭერ ბადეებში მოხვედრა.

 

'.$TEXT['print'].'