"სისხლი და ქაოსი სვავის ოცნებაა. მისთვის სულ ერთია ლეში ქოცის იქნება თუ ნაცის"
ავტორი: გურიის მოამბე
"სისხლი და ქაოსი სვავის ოცნებაა. მისთვის სულ ერთია ლეში ქოცის იქნება თუ ნაცის"

დღეს ზუგდიდში მომხდარ დაპირისპირებას, სადაც რამდენიმე აგენტ პროვოკატორმა სანდრა რულოვსის მომხრეებს, ასევე მედიის წარმომადგენელს შეურაცხყოფა მიაყენეს, საფრანგეთი-საქართველოს ურთიერთ თანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულაშვილი ეხმიანება და წერს: 

"მესმის, თუ რაოდენ ძნელია ებრძოლო ეგზალტირებლ ბრბოს. ძნელია, რადგან ჩვენ ვერ მივცემთ საკუთარ თავს იმის უფლებას, გავხდეთ მათი მსგავსი და პირზე დუჟმომდგრებმა პირველყოფილებივით ქვა ვესროლოთ, მაგრამ ამ ომს დავარცხნილი საუბრით და გადამეტებული სიკეკლუცით რომ ვერ მოვიგებთ, ესეც ფაქტია.
"სადაც წვრილია იქ გაწყდეს"!!!
რაც ახლა ხდება, შეუძლებელია პოლიტიკური ბრძოლა ეწოდოს. ამიტომ მაქსიმალური ყურადღება გვჭირდება გამოვიჩინოთ შესაშური ნებისყოფა და არ ავყვეთ იმ აგრესიას, რომელიც შხამივით ინთხევა ჩვენს ირგვლივ .
სისხლი და ქაოსი სვავის ოცნებაა. მისთვის სულ ერთია ლეში ქოცის იქნება თუ ნაცის"-წერს ქართველი ემიგრანტი. 

მომხდარ ფაქტს ეხმაურება ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული: 

"საქართველოს მთავრობავ,

შეგახსენებთ, თქვენ ხართ პასუხისმგებელი არჩევნების ჩატარებაზე და არა ოპოზიცია. 
ნუ ახალისებთ კრიმინალურ ძალადობას, თორემ მოგიწევთ ამაზე პასუხისგება. 
ვნახოთ სანამდე დაეშვებით. ფსკერს გასცდით უკვე კაი ხანია და ღვთისმშობლის ავტორიტეტი არ გიშველით, თუმცა ნამეტანი ცდილობთ თავი მოაწონოთ"-წერს ზურაბ გურული. 

'.$TEXT['print'].'