"ივანიშვილს ბოდიში აქვს მოსახდელი იმისთვის,რომ..."- სააკაშვილი
ავტორი: გურიის მოამბე
"ივანიშვილს ბოდიში აქვს მოსახდელი იმისთვის,რომ..."- სააკაშვილი

ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, აჭარის მთავრობის მეთაურის თორნიკე რიჟვაძის გუშინ გაკეთებულ განცხადებას.

“ბოდიში იმისთვის,რომ გააჩერეს სათხილამურო კურორტების მშენებლობა,ყველა სასტუმრო კომპლექსი და მისასვლელი გზა…
ბოდიში იმისთვის,რომ მოკლეს გოდერძის გვირაბის პროექტი,შეაჩერეს ჩემს მიერ დაწყებული ხიხანის რეანილიტაცია..
ბოდიში აქვთ მოსახდელი,მათ შორის,იმისთვის,რომ ჩემს მიერ აღდგენილი და გარემონტებულ სამხატვრო გალერეაში და სხვა სახელმწიფო სიპებში უამრავ ფულს ახარჯავენ ხელისუფლების წევრების ნათესავების ხელფასებს,მაშინ,როდესაც ხალხი გაამათხოვრეს და დაამშიეს…
ივანიშვილს ბოდიში აქვს მოსახდელი იმისთვის,რომ ეზიზღება აჭარა და აჭარლები და მათ თავზე დაასვა სრული არარაობები…
მაგრამ,ვინაიდან ის ბოდიშს არ მოიხდის და უტიფრად აქეთ გვედავება,აუცილებლად უნდა მოვაშოროთ ხელისუფლებას,მათ შორის,უახლოეს დღეებში, ხულოში”, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ერთხელ სააკაშვილმა ხულოში კაიმაღი და სირცხვილი ერთად ჭამა

'.$TEXT['print'].'