ოზურგეთში, საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეები 2019-ის ფარგლებში „ევროპის დღე “გაიმართა
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში, საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეები 2019-ის ფარგლებში „ევროპის დღე “გაიმართა

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის გურიის ბიუროს ორგანიზებით, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და დასვენების პარკში საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეები 2019-ის ფარგლებში „ევროპის დღე “გაიმართა.

ჩატარდა სხვადასხვა სპორტული აქტივობა, მოეწყო ესეების კონკურსში -„ევროპა ჩემთვის არის..“ მონაწილეების დაჯილდოება.

სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, 2019 წელს უკვე მეშვიდედ ახორციელებს ევროპის დღეებს, რომლის მიზანიც არის საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისა და აღნიშნულ პროცესში მოსახლეობის ჩართულობის მაქსიმალური ხელშეწყობის შესახებ.

პროექტის გურიის სამხარეო ადმინისტრაციისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

'.$TEXT['print'].'