"მენტალურად პროვინციული ხელისუფლება, ჭორაობით არის დაკავებული!"- მაღრაძე
ავტორი: გურიის მოამბე
"მენტალურად პროვინციული ხელისუფლება, ჭორაობით არის დაკავებული!"- მაღრაძე

,,არანაირი სიახლე მოსალოდნელი არ არის. სიახლე იბადება ნიჭიერებაში, უნიჭობაში სიახლე არ იბადება.”,-ამის შესახებ “დაიცავი საქართველოს” ლიდერმა დავით მაღრაძემ “360 გრადუსში” საუბრისას განაცხადა.

დავით მაღრაძის თქმით, ხელისუფლება მხოლოდ ჭორაობითა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებისა და ჩანაწერების მოპოვებით არის დაკავებული.

“არანაირი სიახლე მოსალოდნელი არ არის. სიახლე იბადება ნიჭიერებაში, უნიჭობაში სიახლე არ იბადება. უნიჭობაში იბადება ის, რითიც არის დაკავებული დღევანდელი ხელისუფლება – ჭორაობით! ჭორაობით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვებით, ჩანაწერებით. მენტალურად პროვინციულია საქართველოს ხელისუფლება და არის ჭორაობით დაკავებული !“ – განაცხადა მაღრაძემ.

'.$TEXT['print'].'