"ყველაფერი პოლიტიკას გასცილდა უკვე კარგა ხანია, გეშინოდეთ!"
ავტორი: გურიის მოამბე
"ყველაფერი პოლიტიკას გასცილდა უკვე კარგა ხანია, გეშინოდეთ!"

გუშინ, ზუგდიდში მომხდარ დაპირისპირებას, როცა რამდენიმე პროვოკატორმა სანდრა რულოვსზე თავდასხმა სცადა, ფიზიკურად დაუპირისპირდა ნიკა ვაჩეიშვილსა და ერთ-ერთი გამოცემის ფოტორეპორტიორს ამერიკაში ,მოღვაწე ქართველი ექიმი, პროფესორი, მწერალი ზურაბ გურული ეხმაურება და ქვეყნის შიგნით არსებულ სიტუაციას, საშიშს უწოდებს: 

"ყველა ნორმალური, ოპოზიციური მოძრაობა და მათი მომხრეები უნდა ხმას იმაღლდებდნენ იმის წინააღმდეგ, რაც ამჟამად ზუგდიდში ხდება. 
ნუ დატოვებთ ამ მოვლენას მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის თავის ტკივილად. 2020-ში თუ რაიმე შანსი გსურთ გქონდეთ პატიოსანი კანდიდატების გასაყვანად, უნდა გაიაზროთ, რომ საქართველოს მთავრობა პრაქტიკულად გაურიგდა კრიმინალებს და იყენებს მათ პროვოკაციისა და საბოტაჟისათვის. ეს არის სახელმწიფოს დეგრადირების უკიდურესი ხარისხი და აჩვენებს, რომ მათ არ შეუძლიათ მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსით მოგება. კრიმინალების ასეთი წახალისება კი დაკავშირებულია ამ დამპალი მენტალიტეტის ახალი ძალით აღორძინებასთან, მათთვის გავლენის სფეროების დათმობასთან. ეს საბოლოოდ და აუცილებლად დაარტყამს ყველა ნორმალურ და პატიოსან მოქალაქეს, განურჩევლად იმისა, სიმპათიითა ნაციონალური მოძრაობის მიმართ განწყობილი, თუ ანტიპათიით.
კიდევ ერთხელ უყურეთ ზუგდიდის კადრებს. განსაკუთრებით დააკვირდით მუცლის ქვემო ნაწილში პროვოკატორის მიერ განხორციელებულ მოულოდნელ დარტყმას, სადაც უცთომლად ამოიცნობთ ქუჩაში დანის მუხანათურად დამრტყმელი "ნასედკის" ტექნიკას და იცოდეთ, რომ ეს ადამიანები გარეთ თავისუფლად დაძრწიან და პოლიცია მათზე სათანადო რეაგირებას არ ახდენს. 
ეს ყველაფერი პოლიტიკას გასცილდა უკვე კარგა ხანია.
გეშინოდეთ"!-წერს გურული. 

'.$TEXT['print'].'