ჯუმათში წყალში გადაყრილ მილიონებს აპროტესტებენ
ავტორი: გურიის მოამბე
ჯუმათში წყალში გადაყრილ მილიონებს აპროტესტებენ

ჯუმათში მაცხოვრებელი ათეულობით ადგილობრივი შეიკრიბა დღეს სოფლის შესასვლელში და ამავე სოფელში ცენტარლური ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიონნახევარი ლარით განხორციელებული სოფლის წყლის მომარაგების პროექტის ჩავარდნა გააპროტესტეს.

მოსახლეობა სოფლის შესასვლელ ოზურეგთი ლესას ცემენტოვან გზაზე შეიკრიბა და ამ მაგისტრალის გადაკეტვა სცადა.

თუმცა ადგილზე "უხვად" მისულმა საპატრულო ეკიპაჟებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

ადგილობრივები ირწმუნებოდნენ, რომ ორი წლის წინ ხელისუფლების მიერ სოფელ ჯუმათის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი მილიონნახევარი ლარი წყალშია გჰადაყრილი და სამუსაოები ხელახლაა ცასატარებელი.

როგორც ჯუმათელები აცხადებენ, გარდა წყალმომარაგებისა სოფელი ქუცაში დასახლების გაზიფიცირების გაჭიანურებამაც გამოიყვენა და ისინი ადგილობრივი ხელისუფლებიდან ამ ორი პრობლემის სასწრაფოდ მოგვარებას მოითხოვენ.

ადგილობრივებს აქციის დროს ოზურეგთის მერი, თანმხლებ პირებთან ერთად შეხვდა და ამ პრობლემების გადაჭრას შეპირდა.

'.$TEXT['print'].'