“ნაციონალურ მოძრაობასთან” წაგება “ქართული ოცნებისთვის” დიდი თავსლაფი იქნება"- ელისაშვილი
ავტორი: გურიის მოამბე
“ნაციონალურ მოძრაობასთან” წაგება “ქართული ოცნებისთვის” დიდი თავსლაფი იქნება"- ელისაშვილი

“წაგება თავის მოჭრის და ლამის განადგურების ტოლფასი იქნება”,-ამის შესახებ, “სამოქალაო მოძრაობის” დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა TV პირველის ეთერში საუბრისას განაცხადა.

“ნაციონალურ მოძრაობასთან” წაგება “ქართული ოცნებისთვის” ძალიან დიდი თავსლაფი იქნება. საკაშვილის ცოლი დგას ზუგდიდში, სანდრა რულოვსი და მასთან წაგება თავის მოჭრის და ლამის განადგურების ტოლფასი იქნება “ქართული ოცნებისთვის”.

ამიტომაც, იგიჟებენ თავს და კადრულობენ უკადრებელს. ამას იკადრებენ 2020 წელს ყველგან. ახლა ზუგდიდია და იქ არის გადატანილი ფოკუსი.”,-ამბობს ელისაშვილი.

'.$TEXT['print'].'