"სიმართლის გადაკეთების სპეციალისტები ენმ-ს მრავლად ჰყავს"- თალაკვაძე
ავტორი: გურიის მოამბე
"სიმართლის გადაკეთების სპეციალისტები ენმ-ს მრავლად ჰყავს"- თალაკვაძე

სიმართლის გადაკეთების სპეციალისტები „ნაციონალურ მოძრაობას“ მრავლად ჰყავს - ამ განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს და ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა, რომელთა თქმითაც, "ქართული ოცნება" შუალედური არჩევნების გაყალბებას ცდილობს. 

თალაკვაძე ენმ-ს პროვოკაციებში ადანაშაულებს. 

„ჩვენ ძალიან მშვიდად და კანონმდებლობასთან სრული თანხვედრით ვაწარმოებთ კამპანიას ზუგდიდში. ჩვენი განცდა, რასაც ვხედავთ კარდაკარის დროს, არის ის, რომ პირველ ტურშივე გამარჯვების შანსები არის მაღალი და გეგა შენგელიას აქვს მაღალი ნდობა.

იმ დროს, როცა ჩვენ მშვიდად ვატარებთ კამპანიას, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ფაქტობრივად, პროვოკაციების რეჟიმზეა გადასული და ყოველდღიურად, იმის ნაცვლად, რომ კამპანია ჩაატარონ, პროვოკაციებით ცდილობენ ყურადღება მიიქციონ და მეტიც, ცდილობენ მოახდინონ იმ ლეგიტიმური პროცესების შეფერხება და ბლოკირება, რასაც ჰქვია კამპანია ად არჩევნები, რომელიც არის ერთადერთი კონსტიტუციური გზა, რომ საზოგადოებამ თავისი არჩევანი დააფიქსიროს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისადმი ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებს, უმრავლესობის ლიდერი ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაშიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციას აქვს ადგილი.

„როგორც ნახეთ, აქაც იყო ღია პროვოკაცია და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ეს რას ემსახურება. „ნაციონალური მოძრაობა“ როცა გრძნობს, რომ მარცხდება, ცდილობენ დისკრედიტაცია მოახდინონ პროცესის. ბოლოსდაბოლოს უთხრან საზოგადოებას, არჩევნებში მართლა მონაწილეობენ და კამპანიას ატარებენ, თუ ეს საერთო დესტაბილიზაციის გეგმის ნაწილია? ცესკოზე მიტანილი იერიში ზუსტად ამის მცდელობაა, თუმცა თავის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაციამ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა აჩვენა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

'.$TEXT['print'].'