გიგი წერეთელი:"დარწმუნებული ვარ ჩემი ოზურგეთელები მხარს ოპოზიციის კანდიდატს კობა ზაქარეიშვილს დაუჭერენ"
ავტორი: გურიის მოამბე
გიგი წერეთელი:"დარწმუნებული ვარ ჩემი ოზურგეთელები მხარს ოპოზიციის კანდიდატს კობა ზაქარეიშვილს დაუჭერენ"

"ბავშვობა და ახალგაზრდობა ოზურგეთში მაქვს გატარებული-მიხარია რომ კვლავ ჩამოვედი აქ ჩემი უახლოესი მეგობრის მხარდასაჭერად" - ეს განცხადება საპარლამენტო ოპოზიციის ერთ ერთმა ლიდერმა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას პრეზიდენტმა გიგი წერეთელმა, "გურიის მოამბესთან" ანასეულში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულებისთანავე გააკეთა.

გიგი წერეთელი ოზურგეთს ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატი სერი ანასეულის საარჩევნო უბანზე, იაკობ ზაქარეიშვილის მხარდაჭერის მიზნით, ამ დღეებში სტუმრობდა.

"ჩემი მეგობარი კობა ზაქარეიშვილი არის უაღრესად პასუხისმგებლიანი, მაღალი კვალიფიკსციის მქონე, პროფესიონალი ადამიანი. მთელი ჩემი ბავშვობა ოზურგეტში გავატარე, აქ ვიზრდებოდი, ასევე ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილიც, უამრავი მეგობარი და ნაცნობი მყავს და ყველას მოვუწოდებ, რომ კობას დაუჭირონ მხარი. დაუზარელი ახალგაზრდაა, არ არსებობს პრობლემა, რომელიც შესაძლოა ოზურგეთელების წინაშე დადგეს,ან დგას, გულტან რომ არ მიიტანოს და ბოლომდე მის აღმოსაფხვრელად არ იბრძოლოს" - გვითხრა წერეთელმა.

გურიის ადმინისტრაციულ ცენტრს, ოზურგეთის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატის, იაკობ ზაქარეიშვილის მხარდასაჭერად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას პრეზიდენტი, გიგი წერეთელი მიმდინარე კვირის დასაწყისში ეწვია და მან რამდენიმე შეხვედრა ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ ნაწილსა და ანასეულში გამართა და იაკობ ზაქარეიშვილთან ერთად ექადიის, სერისა და ანასეულის ამომრჩევლებს შეხვდა.

ფარული კენჭისყრის შედეგად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი გიგი წერეთელი  გასული წლის 11 ივლისს, ბერლინში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 27-ე ყოველწლიურ სესიაზე პრეზიდენტად აირჩია.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის მოვალეობას გიგი წერეთელი 2017 წლის ნოემბრიდან ასრულებდა, მას შემდეგ, რაც მოქმედი პრეზიდენტის, ავსტრიის პარლამენტის წევრის, კრისტინე მუტონენის პარტიამ არჩევნების შედეგად საკმარისი ხმები ვერ მიიღო.

ოზურგეთის საკრებულოს შუალედურ არჩევნები ქალაქ ოზურგეთის სერი ანასეული ზვანის საარჩევნო უბანზე 19 მაისს გაიმართება.

 

'.$TEXT['print'].'