დვაბზუში ადმინისტრაციულ შენობას შუშები ჩაუმსხვრიეს
ავტორი: გურიის მოამბე
დვაბზუში ადმინისტრაციულ შენობას შუშები ჩაუმსხვრიეს

ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციულ შენობას ერთერთმა ადგილობრივმა შუშები ჩაუმსხვრია და შიგ განთავსებული ინვენტარი დაუზიანა.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" დვაბზუდან აცნობეს.

გავრცელებული ინფორმაციით თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თავდასხმის მოტივი კი უცნობია.

როგორც ადგილიდან გვაცნობეს ეს იგივე პიროვნებაა, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ პოლიციის შენობაში შეიჭრა და პოლიციელებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მაშინ პოლიციაში როგორც თვითმხილველები გვიამბობენ დვაბზუში მაცხოვრებელი "შავი სამყაროს" მხარდაჭერის მიზნით შეიჭრა და პოლიცელებსაც სიტყვიერ შეურაცხყოფას ე.წ. "კანონიერი ქურდების" სოლიდარობის ნიშნად აყენებდა.

თუმცა მაშინ ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატებისა და საქართველოს პარლამენტის წევრების ჩარევის შემდეგ პოლიციამ არათუ საქმე აღძრა, თავდამსხმელს ბოდიში მოუხადა და სახლში გაუშვა.

რა ხდება ამჯერად, ამის შესახებ ჩვენ შსს პრესსამსახურს ვუკავშირდებით და ინფორმაციას მიღებისთანნავე შემოგთავაზებთ.

'.$TEXT['print'].'