"გურიას" ფეხბურთელი იმერლიშვილი პოლიციამ დააკავა - ბაჯელიძეს ეძებენ
ავტორი: გურიის მოამბე
"გურიას" ფეხბურთელი იმერლიშვილი პოლიციამ დააკავა - ბაჯელიძეს ეძებენ

ამ წუთებში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ლანჩხუთის "გურიას" ფეხბურთელი იმერლიშვილი დააკავა.

როგორც "გურიის მოამბეს" ადგილიდან უთხრეს გამომძიებლებმა იმერლიშვილი კლუბის ბაზაზე წუხელ დააკავა.

ასევე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველები კლუბის მეორე ფეხბურთელს, ბაჯელიძეს ეძებენ.

მიზეზები, თუ რატომ დაინტერესდა პოლიცია "გურიას" ფეხბურთელებით, უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით წუხელსვე ბათუმის "დინამოსა" და "ვიტ ჯორჯიას" მატჩის შემდეგ- გასახდელში შესული "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებმა დააკავეს.

ერთი წყაროს ინფორმაციით, აყვანილია ოთხი, მეორე წყაროს ინფორმაციით - ექვსი მოთამაშე.


როგორც იტყობინებიან, საქმე ეხება ჩაწყობილ მატჩებს. რამდენიმე შეხვედრა შავ სიაში იყო შეტანილი და სწორედ მათი შესწავლის შემდეგ მოხვდნენ ფეხბურთელები შსს-ს ყურადღების ცენტრში.

კონკრეტულად რომელი ფეხბურთელები დააკავეს და რომელი მატჩის მიზეზით, ამის შესახებ ჯერ საჯაროდ ცნობილი არ არის.
'.$TEXT['print'].'