"ოპოზიცია ბიძინას მავნებლებზე უარესი ვეღარ იქნება"
ავტორი: გურიის მოამბე
"ოპოზიცია ბიძინას მავნებლებზე უარესი ვეღარ იქნება"

1. დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნებს არ აქვს ალტერნატივა;
2. ემპირიულად დამტკიცდა, რომ ეს ხელისუფლება არჩევნებით არ წავა;
3. შესაბამისად აღარ ვართ დემოკრატიული ქვეყანა;
4. ვართ რაღაც უცნაური აჯაფსანდალი ავტოკრატიის, ოლიგარქატის, კომპრადორული ბურჟუაზიის მიერ მართული კოლონიის, თეოკრატიის და არარსებული იმპერიის ფეოდალურ-თემურ-კლანური პროვინციისა;
5. ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა (სრულიად კანონიერი და კონსტიტუციური) არის მასობრივი სამოქალაქო პროტესტი;
6. ასეთი მასშტაბის პროტესტის შეიძლება გამოიწვიოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებით იმედგაცრუებამ;
7. სამოქალაქო პროტესტს სჭირდება ორგანიზატორი და მოთავე პოლიტიკური ოპოზიციის სახით;
8. საზოგადოებას, ამომრჩეველს, ხალხს არ აქვს პოლიტიკოსების ნდობა, რის გარეშეც მათ ქუჩაში არავინ გაყვება;
9. ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა მოახერხოს ხალხის ნდობის მოპოვება;
10. საზოგადოება, თავის მხრივ, უნდა მიხვდეს, რომ ეს ხელისუფლება ქვეყანას დაღუპვამდე მიიყვანს და შეიძლება არც ოპოზიციით იყოს მოხიბლული, მაგრამ ოპოზიცია ბიძინას მავნებლებზე უარესი ვეღარ იქნება.
P.S. ბოდიში მარტივი ჭეშმარიტებებისთვის, მაგრამ მათ სისტემატიზაციას ხანდახან შედეგი მოაქვს.

მამუკა გამყრელიძე, საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთის რესპუბლიკაში. 

'.$TEXT['print'].'