"კაცმა ისტორია შეცვალა...დემოკრატიის და პროგრესის გარანტია" - მდინარაძე ივანიშვილზე
ავტორი: გურიის მოამბე
"კაცმა ისტორია შეცვალა...დემოკრატიის და პროგრესის გარანტია" - მდინარაძე ივანიშვილზე

ბიძინა ივანიშვილზე ხდება ისტერიული პიარ შტურმი- აცხადებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. მიდი თქმით, ივანიშვილმა "ისტორია შეცვალა" და ის დემოკრატიის გარანტია ქვეყანაში:

"ისტერიული პიარ შტურმი ქვია ამას, რასაც ახორციელებდნენ ამ დღეების განმავლობაში ჩვენი ოპონენტები თავის მედია საშუალებების მეშვეობით იმიტომ, რომ ქველმოქმედებაზეც კი, რომლის შესახებ ყველამ იცის და ამაზე არავინ დავობს, რაღაც საოცრებებს ლაპარაკობდნენ, რამდენი იშოვნაო სამაგიეროდ და ამაზე ადამიანი სერიოზულად რომ დაიწყებს საუბარს, ეს უკვე ძალიან მძიმე დიაგნოზია.

კაცმა ისტორია შეცვალა პოზიტიური მიმართულებით და 2012 წელს რას გადავრჩით მთელი ქვეყანა ესეც ვფიქრობ არ არის საკამათო. ამის შემდეგ ინსტიტუციური რეფორმები, დემოკრატიის გარანტია არის ფაქტიურად ბიძინა ივანიშვილი, პროგრესის გარანტიაა , დემოკრატიის გარანტია და იმის გარანტიაა, რომ ამ ქვეყანაში ვერავინ, ვეღარასდროს მოახერხებს, დემოკრატიულ პრინციპებს უღალატოს. შეიძლება დიდი სურვილი ჰქონდეს მომავალში, რომელიღაც პოლიტიკურ ძალას თუ პოლიტიკოსს, მაგრამ ამას ვეღარ მოახერხებენ, იმდენად მყარდება ბოლო 7 წლის განმავლობაში დემოკრატიული საწყისები და დემოკრატიული ინსტიტუტები." განაცხადა მდინარაძემ "ტვ პირველის" ეთერში.

'.$TEXT['print'].'