"ნუ გეშინიათ სრულყოფილების – ის არ გემუქრებათ..."
ავტორი: გურიის მოამბე
"ნუ გეშინიათ სრულყოფილების – ის არ გემუქრებათ..."

„აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდგენთ სალვადორ დალის გამონათქვამებს.

მტრებს ყვავილებს ვაყრი - საფლავში

მიყვარს ჟურნალისტები! ისინიც ხელს უწყობენ მოსახლეობის კრეტინიზაციას. და ამას მშვენივრად უმკლავდებიან.

ნუ გეშინიათ სრულყოფილების - ის არ გემუქრებათ...

ჩემსა და შეშლილს შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა: შეშლილი ფიქრობს, რომ ის თავის ჭკუაზეა, მე კი ვიცი, რომ ჩემს ჭკუაზე არა ვარ.

ყოველთვის ვხედავდი იმას, რასაც სხვები ვერ ხედავდნენ. ხოლო რასაც სხვები ხედავდნენ, მე ვერ ვხედავდი.

რა აზრი აქვს მფრინავ მანქანას, თუ ადამიანს ფრენისთვის სულ სხვა ინსტრუმენტი აქვს - სული...

როცა ბანალური ხარ, რატომ ძვრები ტყავიდან, რომ დაამტკიცო, რომ ბანალური არ ხარ. ეს ისედაც ჩანს.

ალკოჰოლი იწვევს ხანმოკლე გაფართოებას სისხლძარღვებისა და მეგობრების წრის

ვიძინებ იმ აზრით, რომ ჩემი ცხოვრება რეალურად დაიწყებს შეცვლას ხვალ ან ზეგ, ან მაზეგ, ყოველ შემთხვევაში, მალე (ეს ხომ აუცილებლად მოხდება).

სულ პატარამ აღმოვაჩინე საკუთარ თავში მიდრეკილება, რომ ჩემი თავი ჩამეთვალა განსხვავებულად და არა ისეთად, როგორც დანარჩენი უბრალო მოკვდავები არიან. და ნახეთ, როგორ ბრწყინვალედ ვახერხებ ამას!

ნებისმიერ შეცდომაში თითქმის ყოველთვის არის რაღაც ღმერთისგან. ასე რომ, არ იჩქარო მისი გამოსწორება. პირიქით, ეცადე მას გონებით ჩაწვდე, მთავარ არსს მიაგნო. და შენ წინაშე მისი სანუკვარი აზრი გაიხსნება. გეომეტრიული საქმიანობა უტოპიურია ბუნებით და ამიტომ ხელს არ უწყობს ერექციას. სხვათა შორის, გეომეტრები იშვიათად არიან მგზნებარე საყვარლები.

იმის მაგივრად, რომ საკუთარ თავს შინაგანად მოვუსმინო, მის მოსმენას გარედან ვიწყებ.

მადლობა ჩემს მტრებს. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, ის არ ვიქნებოდი, ვინც ვარ.

განადგურების მოთხოვნილება - ესეც შემოქმედებაა.

- ძალიან რთულია სურათების დახატვა?

-ან ადვილია, ან შეუძლებელი.

ირონია აზროვნების აუცილებელი ესთეტიკური შემადგენელია.

თუ წინასწარ იცით, როგორი იქნება თქვენი ნახატი, შეგიძლიათ, არც დახატოთ.

სიგიჟე ჩემთვის საზრდოა, და ის ოხუნჯობიდან იბადება.

ვერასდროს გადავწყვიტე ეს საბედისწერო კითხვა: სად მთავრდება ჩემში თვალთმაქცობა და იწყება გულწრფელობა.

გიყვარდეს ქალი მთელი სულით არ ღირს. არ გიყვარდეს - არ გამოდის.

ხელოვნება საშინელი ავადმყოფობაა, მაგრამ მის გარეშე ცხოვრება ჯერ არ შეიძლება.

წარმოდგენა არა მაქვს, ღარიბი ვარ თუ მდიდარი. ყველაფერს ჩემი ცოლი განკარგავს. ჩემთვის კი ფული მისტიკაა.

ამ დღეებში ასეთი საუბარი მოვისმინე:

ჰომოსექსუალისტი ხართ?

გარკვეულწილად - კი. რაც შეეხება გონებრივ დონეს, უპირატესობას ვანიჭებ, საქმე მამაკაცებთან დავიჭირო.

ნორმალურობა ჩიხში მაქცევს.

ნარკოტიკებს არ ვიღებ. მე თვითონ ვარ ნარკოტიკი.

წარმატების უბრალო თერმომეტრი უიღბლოების შურია.

სიზარმაცეს შედევრები არა აქვს!

ბუზსა და სპილოს შორის, შესაძლოა არის კიდეც რამე მსგავსება, მაგრამ ჩემსა და თქვენ შორის?

'.$TEXT['print'].'