"საშინელი ტრაგედია დატრიალდა"-ნინო წილოსანი სუფსაში მომხდარ ავარიაზე წერს
ავტორი: გურიის მოამბე
"საშინელი ტრაგედია დატრიალდა"-ნინო წილოსანი სუფსაში მომხდარ ავარიაზე წერს

დღეს დილით ლანჩხუტში მომხდარ ტრაგედიას, რომელმაც 4 ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა, ლანჩხუთ-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე ეხმაურება და წერს: 

"საშინელი ტრაგედია დატრიალდა დღეს სუფსაში.
ავარიის შედეგად ოთხი ახალგაზრდა დავკარგეთ. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, დაღუპულია ორი ძმა, ერთ-ერთი მათგანის მეუღლე და მათი ნათესავი. ენით აღუწერელია ის ტკივილი, რასაც ახლა ამ ადამიანების ახლობლები და ოჯახის წევრები გრძნობენ. მეც შემზარა ამ ამბავმა და კიდევ ერთხელ დამაფიქრა, რა მნიშვნელოვანია, ავტომობილით მოძრაობისას სიფრთხილის გამოჩენა, რომ დავიცვათ საკუთარი და სხვა ადამიანების სიცოცხლე.

საჭესთან მყოფებს საყვარელ ადამიანებთან მიგვეჩქარება, სამწუხაროდ, ხშირად ეს სიჩქარე სამუდამოდ გვაშორებს მათ. ამიტომ პირველ რიგში, ამ ადამიანებზე უნდა ვიფიქროთ, თუ რამხელა ტკივილს მივაყენებთ ჩვენი ქმედებით.

შემაშფოთებელია ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა. 2018 წელს ავარიებს 459 ადამიანი ემსხვერპლა. წარმოგიდგენიათ, რამდენი ადამიანის ცხოვრება ამოატრიალა ამ 459 ადამიანის დაკარგვამ? ძალიან მინდა, რომ თითოეული ჩვენგანი დავფიქრდეთ ამაზე".

'.$TEXT['print'].'