"ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას და საზოგადოებისთვის საჭირო პროექტებს აფინანსებს"- თალაკვაძე
ავტორი: გურიის მოამბე
"ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას და საზოგადოებისთვის საჭირო პროექტებს აფინანსებს"- თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ბიძინა ივანიშვილზე განხორციელებულ მორიგ შეტევაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათი ს ერთადერთი მიზანი შურისძიებაა იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ისინი ხელისუფლებას ჩამოაშორა

„არჩევნებში დამარცხებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ , შედეგების აღიარების ნაცვლად ბიძინა ივანიშვილზე მორიგი უსუსური შეტევა წამოიწყო – გამოაქვეყნეს კვლევები , რომლითაც იმ დღესვე გამოჩნდა , რომ მასში მოცემული შედეგები რეალობას ძალიან არის აცდენილი“ – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, კვლევაში მოცემული თითქოს 21%-იანი მხარდაჭერის ნაცვლად, „ქართულმა ოცნებამ“ დაახლოებით 60%-იანი მხარდაჭერა მიიღო.მისივე თქმით, არის ასევე კვლევა, სადაც დამახინჯებული ფაქტობრივი მონაცემებია მოყვანილი.

„მაგალითად, საუბარია, თითქოს, საქართველოში მედიასაშუალებებს ფლობენ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიები. ამასაც ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ. სხვა კვლევაში, ნახეთ, რომ გააჟღერეს ეს სპეციალურ ბრიფინგებზე. ესეც არის სიცრუე, იმიტომ, რომ რეალურად საქართველოს კანონმდებლობა მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ მედიასაშუალების ფლობა შეუძლია მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს და კომპანიას” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს უსუსური შეტევა, და კვლევები, რომელიც ერთიანი კამპანიის ნაწილია, და მოტივირებულია შურისძიებით.

„ჩვენ გვესმის, რისთვის დასჭირდათ მათ ამ ყველაფერის წამოწყება. რისთვის დასჭირდათ, რომ არჩევნების ჩატარების მეორე დღესვე, როდესაც მათ დამარცხება იწვნიეს, გადავიდნენ კვლავ შეტევის მორიგ ტალღაზე ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მიმართ. ამის რეალური მიზეზი ის კი არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას ახორციელებს და საზოგადოებისთვის საჭირო პროექტებს აფინანსებს, – ამის რეალური მიზეზი არის ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ერთადერთი სურვილი, ერთადერთი მიზანი – ეს არის შურისძიება იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას ჩამოაშორა მშვიდობიანი, დემოკრატიული არჩევნების გზით და დღეს სწორედ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რჩება ერთადერთ ბარიერად, რომ ეს დესტრუქციული ძალები, რომელთა მიზანი მხოლოდ არეულობის და დესტაბილიზაციის გზით თავის პოლიტიკური დღის წესრიგის მიღება, არ დაბრუნდნენ მმართველობაში და ეს ამ არჩევნებმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, “ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

'.$TEXT['print'].'