,,სახალისო ფეხბურთი ღია სკოლებში"-პროექტში ოზურგეთიდან 200-მდე ბავშვი ჩაერთვება
ავტორი: გურიის მოამბე
,,სახალისო ფეხბურთი ღია სკოლებში"-პროექტში ოზურგეთიდან 200-მდე ბავშვი ჩაერთვება

2003 წლიდან საქართველოში წარმატებულად ხორციელდება კულტურათა გადაკვეთის საპროექტო ასოციაციის( CCPA)  პროექტი ,,სახალისო ფეხბურთი ღია სკოლებში" ( OFFS) 

პროგრამა წარმოადგენს პოლიტიკურად დამოუკიდებელ, არაკომერციულ,  ჰუმანიტარულ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მოსახლეობის სხადასხავა სოციალურ ჯგუფებს შორის მშვიდობიან თანაარსებობას, თანამშრომლობას და სოციალურ ინტერგარციას, სხავადასხვა ეროვნების ბავშვების დაახლოვება და მასობრივი ფეხბურთის განვითარება ,,სპორტი ყევლასათვის’’ პრიციპებზე დაყრდნობით და მასში 12 სკოლის სპორტის პედაგოგი და მწვრთნელია ჩართული, რომლებმაც შესაბამისი გადამზადება გაიარეს. 

სახალისო ფეხბურთის ღია გაკვეთილებს სკოლებში სექტემბრის თვეში უმასპინძლებს ოზურგეთი, ლიხაურის საჯარო სკოლის ბაზაზე .

პროექტის მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით 29-31 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ქ. თბილისში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლების მასწავლებლებმა,  რომლებიც ჩართული არიან პროექტში, გაიარეს ლექცია-სემინარები (ტრენინგები) 

Pპროექტი ხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის თანადგომითა და აქტიური მხარდაჭერით. 

'.$TEXT['print'].'