ლანჩხუთში ახალგაზრდა საკუთარი სახლის წინ შეყვარებულთან საუბრისას დაჭრეს
ავტორი: გურიის მოამბე
ლანჩხუთში ახალგაზრდა საკუთარი სახლის წინ შეყვარებულთან საუბრისას დაჭრეს

ლანჩხუთში დაჭრილი ახალგაზრდას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა - ის ამ წუთებში რეანიმობილით ლანჩხუთიდან ქუთაისში გადაყავთ

ქალაქ ლანჩხუთში მცხოვრები 19 წლის ლუკა ფაცურიას თავს რამდენიმე ადამიანი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, მაშინ დაესხნენ როცა ის საკუთარ შეყვარებულს ელაპარაკებოდა.

თავდამსხმელებმა ახალგაზრდას ჭრილობა ცივი იარაღით მუცლის არეში მიაყენეს.

როგორც "გურიის მოამბეს" თვითმხილველები უამბობენ, შემთხვევა წუხელ, დაახლოებით 22 საათზე, კოსტავას ქუჩაზე მოხდა:

"იჯდა შეყვარებულთან ერთად და საუბრობდა, ამ დროს რამდენიმე ახალგაზრდამ დაიწყო მათ სიახლოვეს გამომწვევად ველოსიპედით სიარული, როგორც კი მიუახლოვდებოდნენ ლუკას და მის შეყვარებულს, ველოსიპედს ამუხრუჭებდნენ და მტვერს აყენებდნენ. ლუკამ რამდენჯერმე შენიშვნა მისცა, თუმცა ამან შედეგი რომ არ გამოიღო სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო რაც ფიზიკურში გადაიზარდა. მოკლედ სამივე სცემა, შეყვარებული გააცილა და სახლში შედიოდა როცა უკნიდან მოეპარეს შემოაბრუნეს და დანა ჩაარტყეს" - გვიყვება თვითმხილველი, რომელიც ვინაობის დაკონკრეტებისაგან თავს იკავებს.

ლაჩხუთის მედალფას კლინიკის კლინიკური მენეჯერის, დავით გიორგაძის თქმით,საავადმყოფში მიყვანამდე მოზარდმა დიდი ოდენობით სისხლი დაკარგა, მძიმე იყო დაზიანებებიც მუცლის არეში, ღვიძლი, 12 გოჯა ნაწლავი, თირკმელი, ოპერაცია ხუთ საათსზე მეტ ხანს მიმდინარეობდა:"ამ წუთებში გადაუდებელს გადაყავს პაციენტი ქუთაისში, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა" - გვითხრა გიორგაძემ.

როგორც საავადმყოფოსთან შეკრებილმა დაზარალებულის ნათესავებმა გვითხრეს, ერთერთი თავდამსხმელი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება, მან სასჯელაღსრულების სისტემა მიმდინარე წელს დატოვა, სადაც მსჯავრს ახალგაზრდის დაჭრის გამო იხდიდა.

შსს ს ცნობით საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თავდამსხმელებს 7 დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ:

"თავდამსხმელთა ვინაობა დადგენილია, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო სამუშაოები მათი დაკავების მიზნით" - გვითხრეს შსს-ს პრესსამსახურში.

 

'.$TEXT['print'].'