ექსკლუზივი: დავით სიამაშვილი - პირველი ქართველი ვინც ახალი ზელანდიის ნაკრების რიგებში "ჰაკა" შეასრულა
ავტორი: ერეკლე მენაბდე
ექსკლუზივი: დავით სიამაშვილი - პირველი ქართველი ვინც ახალი ზელანდიის ნაკრების რიგებში "ჰაკა" შეასრულა

"მე უკან ვდგევარ წინ მაორები დავაყენე ჰაკას ისინი ხომ განსაკუთრებულად ასრულებენ" - უთხრა "გურიის მოამბეს" სიამაშვილმა როცა ის ბანკგოგის აეროპორტში იმყოფებოდა

სწორედ ტაილანდის დედაქალაქის აეროპორტში ყოფნისას გაესაუბრა რედაქცია ოზურგეთის "მერცხალის" ყოფილ ფეხბურთელს, რომელიც ახლა ახალი ზელანდიის ნაკრების ღირსებას იცავს.

დავით სიამაშვილმა ოზურგეთი და შესაბამისად საქართველო 2012 წელს დატოვა და ახალ ზელანდიაში გადავიდა საცხოვრებლად.

წარსულში ოზურგეთის "მერცხალისა" და ლანჩხუთის 'გურიას" ფეხბურთელი ამჟამად ერთ ერთ ადგილობრივ საავტომობილო კომპანიაში მუშაობს და პარალელურად ველინგტონის "ოლიმპიკის" ვეტერანთა ღირსებას იცავს.

როგორც სიამაშვილმა აგვიხსნა, ვეტერანთა შორის ქვეყნის ჩემპიონატი იგივე მასტერსი, ახალ ზელანდიაში  2 წელიწადში ერთხელ ტარდება. 2 წლის წინ მისი "ოლიმპიკი" მესამე ადგილზე გავიდა თავად სიამაშვილი კი, რომელსაც საქართველოში 'სიომას" ეძახდნენ, 6 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მიმდინარე წელს კი მან 8 გოლი გაიტანა და ბომბარდირობა არავის დაუთმო, შესაბამისად მისმა "ოლიმპიკმა" ქვეყნის ჩემპიონობაც იზეიმა და ეს ყველაფერი ყურადღების მიღმა ნაკრების მესვეურებს არ დარჩენიათ.

სიამაშვილი ახალი ზელანდიის ნაკრებში ვეტერანებს შორის პირველად მიიწვიეს და როცა ჩვენ მას გავესაუბრეთ სწორედ ერთი ასეთი პრესტიჟული ტურნირიდან ბრუნდებოდა, რომელიც ტაილანდში, კერძოდ კი მის დედაქალაქ ბანკგოგში გაიმართა.

აქ თავი მოიყარა ამერიკის, ინგლისის, შოტლანდიის, ავსტრალიის, ირანის, ტაივანის, ჰონკ კონგისა და თავად ტაილანდის გუნდებმა.

"სიომამ" აქაც იყოჩაღა და ოთხი ბურთი გაიტანა, თუმცა ახალი ზელანდია ტურნირს, რომლის გამარჯვებულიც ირანი გახდა ფინალში ინგლისელთა ძლევით, ნახევარფინალში, იმავე ირანთან გამოეთიშა.

"ძალიან მაღალი დონის ტურნირია, უმაღლესი კლასის, თამაშობდნენ ინგლისის პრემიერლიგაში ნაბურთალი ბიჭები, ასევე ბევრი იყო "სელტიკიდან" და "გლაზგო რეინჯერსიდან" , მოვუგეთ ამერიკელებს, ჰონგკონგს, ტაილანდს ფრე ვეთამაშეთ და ირანელებთან დავმარცხდით. ტაილანდში  მსოფლიო მასტერსის თასი ვეტერანებს შორის14 წელია ტარდება, მე წელს პირველად ვიყავი" " გვიყვება სიამაშვილი.

რაც შეეხება "ჰაკას" ის დავით სიამაშვილმა ნაკრების წევრებთან ერთად ტურნირის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეასრულა:

"წინ მაორები დავაყენე და მე უკან დავდექი, ჰაკას ისინი ხომ განსაკუთრებულად ასრულებენ" გვითხრა სიამაშვილმა, რომელიც მშობლიური ოზურგეთის მონახულებას უახლოეს ხანებში გეგმავს.


'.$TEXT['print'].'