ავტოსაგზაო შემთხვევა ოზურგეთში-რალის დროს 15 წლის მოზარდი დაშავდა
ავტორი: გურიის მოამბე
ავტოსაგზაო შემთხვევა ოზურგეთში-რალის დროს 15 წლის მოზარდი დაშავდა

ოზურგეთში გამართული რალის დროს 15 წლის მოზარდი დაშავდა. 

როგორც "გურიის მოამბისთვის" გახდა ცნობილი რალში მონაწილე  ერთ-ერთი სპორტული ავტომობილი მოხვევის დროს ბორდიურს შეეჯახა, რა დროსაც იქ მდგომი მოზარდი შიშის გამო უკან გადავარდა და მსუბუქი დაზიანება  მიიღო. 

ამ დროისთვის დაშავებული ოზურგეთის "მედალფას" კლინიკაშია მოთავსებული. 

როგორც სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, დავით მდინარაძემ გვითხრა, მოზარდს პირველადი დახმარება უტარდება. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. 

შსს-ს პრესცენტრის ცნობით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.

ფოტო პირდაპირ კავშირში არ არის აღნიშნულ ინფორმაციასთან

'.$TEXT['print'].'