გერმანიამ კვალიფიციურ უცხოელ მუშახელს ქვეყანაში დასაქმება გაუიოლა
ავტორი: გურიის მოამბე
გერმანიამ კვალიფიციურ უცხოელ მუშახელს ქვეყანაში დასაქმება გაუიოლა

გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კანონს, რომელიც მნიშვნელოვნად აიოლებს კვალიფიციური მუშახელის დასაქმებას ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოებიდან. საკითხი დღევანდელ კენჭისყრაზე 369 ხმით 257-ის წინააღმდეგ მიიღეს.

დოკუმენტი ყველა უცხოელი მუშახელის დასაქმების გამარტივებას ითვალისწინებს განურჩევლად სფეროებისა და არა მხოლოდ იქ, სადაც კვალიფიციური მუშახელის დეფიციტია.

ძალადაკარგულად გამოცხადდა არსებული ნორმა, რომლის მიხედვითაც უცხოელის დასაქმებამდე დამსაქმებელს უნდა შეემოწმებინა, ამა თუ იმ სამუშაო ადგილზე დასაქმება ხომ არ სურდა გერმანიის, ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს.

გარდა ამისა, იმ უცხოელებს, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ნება დართეს ჩავიდნენ გერმანიაში სამსახურის ძებნის მიზნით და ექვსი თვის განმავლობაში შეეძლებათ დარჩენა მაძიებლის სტატუსით. ასეთ უცხოელებს, სამუშაო ადგილის ძიებისას არ აქვთ უფლება, სოციალური შეღავათები მიიღონ.

'.$TEXT['print'].'