ლევან როსტოშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
ავტორი: გურიის მოამბე
ლევან როსტოშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

წყალბურთელი და ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი, იგივე „როსტო“ პატიმრობიდან გაათავისუფლეს. 

"გიდასტურებთ, ლევან როსტოშვილი თავისუფალია და თავს კარგად გრძნობს. ის პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლდა და ამის გადაწყვეტილება, მისი ქცევიდან გამომდინარე მიიღო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალურმა კომისიამ“, - აცხადებს ambebi.ge-ს ინტერვიუში როსტოშვილის ადვოკატი მალხაზ სალაყაია. 

ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი და მსახიობი ლაშა კურტანიძე 2016 წლის 5 მაისს დააკავეს. 

'.$TEXT['print'].'