"ივანიშვილი ისე არ წავა, სანამ ხალხს არ დაამშევს"- თაკო ჩარკვიანი
ავტორი: გურიის მოამბე
"ივანიშვილი ისე არ წავა, სანამ ხალხს არ დაამშევს"- თაკო ჩარკვიანი

ამის შესახებ პარტიის “კანონი და სამართალი” დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

“მე ზუსტად ვიცი, რომ ეს კაცი [ბიძინა ივანიშვილი] არ წავა არასოდეს. მე გაერთიანებულ ოპოზიციაში იმ ფრთას მივეკუთვნები ჩემი პარტიით, რომელიც პერმანენტული აქციების მომხრეა. მიდის ახლა მოლაპარაკებები, ისმის კითხვები, რომ ხომ არ აგვიანებთო, არ ვაგვიანებთ. ძალიან სწორი პროცესი მიდის, იმიტომ რომ არ შეიძლება ხალხს გადაახტე.

მგონია, რომ ვთანხმდებით უკვე ამაზე. გაჟღერდა კიდეც ამას წინათ, უბრალოდ შენ არ უნდა გადაასწრო ხალხს. მომწიფდა ეს ყველაფერი. შემიძლია პაშინიანის მაგალითი მოვიყვანო, თავი ქუდში ეგონათ იქ ზოგიერთ პრემიერს, მაგრამ მეორე დღეს რევოლუცია მიიღეს. ეს ისე არ წავა, ჯერ დაამშევენ ადამიანებს და მერე ადამიანებს დაურიგებენ თანხას. იმიტომ, რომ ღმუის უკვე კორუფცია”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

'.$TEXT['print'].'