რაზე დაითანხმა დიდმა მოდილიანმა თავადის ქალი, მეგრელების პრინცესა
ავტორი: გურიის მოამბე
რაზე დაითანხმა დიდმა მოდილიანმა თავადის ქალი, მეგრელების პრინცესა

"მოდილიანი იმდენად მოიხიბლა ქართველი თავადის ქალის არისტოკრატიული შარმითა და გარეგნობით, რომ ეჭვიანობით ცნობილი ახმატოვაც არაფრად ჩააგდო და განაცხადა, ალექსანდრა უნდა დავხატოო."

"როგორ დაითანხმა გათხოვილი, თანაც თავისი სიამაყით ცნობილი თავადის ქალი შიშველ ნატურად დადგომოდა, ამაზე არაფერია ცნობილი..."

"დიდმა მოდილიანიმ ანა ახმატოვა და ალექსანდრა დადიანი თავის სახელოსნოში დაპატიჟა, თუ შეიძლება სახელოსნო რქმეოდა ერთ-ერთ მანსარდას. ამ სახელოსნოში დახატა მოდილიანმა ალექსანდრა დადიანი...

- თავადის ქალი, მეგრელების პრინცესა ალექსანდრა დადიანი მოდილიანმა 1911 წელს დახატა... ალექსანდრა გერმანელ ბოტანიკოსზე, კონრად როსტზე იყო დაქორწინებული, ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, მათ სიყვარულზე წიგნიც კია დაწერილი. ალექსანდრა დადიანი ცნობილმა რუსმა პოეტმა ქალმა ანა ახმატოვამ პეტერბურგში გაიცნო. ახმატოვას უკვე ჰქონდა რომანი გაბმული მოდილიანისთან...

შემდგომ მოვლენები ამ სამეულისთვის არც თუ ისე იღბლიანად განვითარდა: ახმატოვას და მოდილიანის ამბავი მთელი მსოფლიოსთვისაა ცნობილი, თავადის ქალი ალექსანდრა კი, რევოლუციის შემდეგ, გადაასახლეს... უკვე მოხუცებული დაბრუნდა საქართველოში... ალექსანდრა საქართველოში გარდაიცვალა და საგურამოში, ჭავჭავაძეების მამულშია დასაფლავებული.

და ესეც ახალი ამბავი

ამადეო მოდილიანის შედევრმა აუქციონზე მორიგი რეკორდი დაამყარა. 1917 წელს შექმნილი "მწოლიარე ქალი" ნიუ-იორკის "სოთბის " აუქციონზე 157 მილიონ 200 ათას დოლარად გაიყიდა.

ეს ყველაზე მაღალი ფასია, რომელიც სოთბის აუქციონის არსებობის ისტორიაში მხატვრულ ნამუშევარში გადაიხადეს.

მოდილიანის გარდა ლოტებს შორის სხვა ლეგენდარული მხატვრების ნამუშევრებიც იყო წარმოდგენილი.

მათ შორის კლოდ მონეს "დილა სენაზე", რომელიც 20 მილიონ 500 ათას დოლარად გაიყიდა. 37 მილიონად გაყიდეს პიკასოს "დედა-ტერეზას " პორტრეტი, ხოლო ედვარდ მუნკის "ზაფხულის იდუმალი ღამე" 9 მილიონ 800 ათას დოლარად გაიყიდა.

'.$TEXT['print'].'