ოზურგეთში პრობაციონერებისთვის სოციალური საწარმო გაიხსნა
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში პრობაციონერებისთვის სოციალური საწარმო გაიხსნა

ოზურგეთში კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის სოციალური საწარმო გაიხსნა.

პროქტი ევროკავშირის დაფნანსებითა და საზოგადოებრივი კავშირის ''ქველი საქმის'' ინიციატივით პროექტის „განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად“ ფარგლებში განხორციელდა.

საწარმო „რედოში“ დასაქმებულები ტროტუარების ფილებს და მოსაპირკეთებელ მასალებს დაამზადებენ.

პირველ ეტაპზე საწარმოში სულ 4 პრობაციონერი დასაქმდება.

პროექტის მიზანი პრობაციონერების დასაქმების და თვითრეალიზების ხელშეწყობაა.

სოციალური საწარმოს გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

საწარმო სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში, ზურაბ ნასარაიამ, საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრს წარმომადგენელმა, 
ეკა დათუაშვილმა და საწარმოს ხელმძღვანელმა, ცოტნე საჯაიამ გახსნეს.

'.$TEXT['print'].'