ოზურგეთში სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

ოზურგეთში ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. 
კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდა დარბაზს, გასახდელებს და ჰოლს. ტრიბუნებზე დამონტაჟდა ახალი სკამები.

გარემონტდა სველი წერტილებიც.

სარემონტო სამუშაოები ოზურგეთის მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ და არქტიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის დაკომუნალური სერვისების განვითარების სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ დაათვალიერეს.

'.$TEXT['print'].'