"შევაზანზაროთ, 9 ბალიანი მიწისძვრა მოვუწყოთ ამ საკაცობრიო მარაზმს სოლოლაკში რომ ზის"
ავტორი: გურიის მოამბე
"შევაზანზაროთ, 9 ბალიანი მიწისძვრა მოვუწყოთ ამ საკაცობრიო მარაზმს სოლოლაკში რომ ზის"

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ოპოზიციას მოუწოდებს, გააერთიანონ ფინანსური რესურსი და ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდოს. ნათელაშვილის თქმით, აუცილებელია, ივანიშვილის ხელისუფლებაზე შეტევა არჩევნებამდე დაიწყოს და ეროვნული მოძრაობის მაგალითი განმერდეს. მისი განცხადებით, ქვეყანაში არ არსებობს ისეთი პოლიტიკური რეალობა, რომელიც ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას განაპირობებს. 

თუ დღევანდელმა ოპოზიციურმა ძალებმა, ვისაც ამაზე აქვს პრეტენზია, არ დავამთავრეთ ივანიშვილის რეჟიმი, მჩაგვრელი, ბოროტული, ცრუ, გამაღატაკებელი, ჩვენ ვერცერთი ვერ მოვხვდებით სამოთხეში და სად მოვხვდებით, ეშმაკმა იცის და მე მგონი, ჯოჯოხეთი აქ გვექნება და გვაქვს უკვე. უნდა ვთქვათ, რომ ივანიშვილმა სახელმწიფო იყიდა, თავის ამომრჩევლებიანადინსტიტუტებიანად. 3% მოსახლეობისა ითვისებს ხალხის ქონებას და ლუკმას.

"არჩევნებამდე უნდა მოხდეს ისეთი მიწისძვრა ივანიშვილის ფეხქვეშ, რომ მისგან არაფერი დარჩეს. პირველ რიგში, გამოსვლა ქუჩაში, საპროტესტო აქციები. 10 ათასი კაცი ივანიშვილის რეჟიმს დაასრულებს 10 დღეში. უნდა გავიდეთ ქუჩაში არჩევნებამდე რაც შეიძლება ადრე, შევაზანზაროთ, 9 ბალიანი მიწისძვრა მოვუწყოთ ამ საკაცობრიო მარაზმს სოლოლაკში რომ ზის, დაგვცინის, გვიყიდის სამშობლოს და გვართმევს ლუკმა-პურს" - განაცხადა "არჩევანში" საუბრისას ნათელაშვილმა.

'.$TEXT['print'].'