"ბიძინამ "ვეფხისტყაოსანი" გაიგო უკუღმა-20-20 ლარი დაურიგე გლახაკებს არჩევნებზეო"
ავტორი: გურიის მოამბე
"ბიძინამ "ვეფხისტყაოსანი" გაიგო უკუღმა-20-20 ლარი დაურიგე გლახაკებს არჩევნებზეო"

"გასულმა წელმა, საპრეზიდენტო არჩევნებს ვგულისხმობ, აჩვენა, რაზეა ის წამსვლელი, რა  ტიპის მანიპულაციებზეა წამსვლელი, დაწყებული ფულის დახარჯვიდან კრიმინალური ავტორიტეტების ჩართვის პროცესში. "ვეფხისტყაოსანი" ყველამ ვისწავლეთ სკოლაში, ბიძინა ივანიშვილმა გაიგო უკუღმა.

„მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები“ - მან გაიგო ასე, რომ 20-20 ლარი უნდა დაურიგოს გლახაკებს არჩევნების დროს და ეს არის მისი ქველმოქმედება.

რაც მეტად გაღარიბდება ქვეყანა, დაიცლება, რაც ნაკლები კრიტიკული მასა დარჩება ქვეყანაში, ის ბედნიერი იქნება ამ ქვეყანაში მაშინ, როდესაც დარჩება გარკვეულ მასასთან, რომელსაც 20 ლარით იყიდის.

ამაზე თვალის დახუჭვა იქნება ქვეყნის დანაშაული, ეს იქნება ტოლფასი არჩევნების გაყალბებისა, არჩევნების გაყალბება რატომღაც ყველას ჰგონია, რომ შიგნით მანიპულირება რომ ხდება ოქმების გადაკეთება ეს არის. ეს ასე არ არის, გარეთ ფულის დარიგება დაშინება, კარტოფილის და ხახვის დარიგება ეს არის გაყალბება"- ამის შესახებ გადაცემა "არჩევანში" ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.

'.$TEXT['print'].'