"ვალების განულებასთან დაკავშირებით, სააკაშვილს დავუჯერეთ"- კობახიძე
ავტორი: გურიის მოამბე
"ვალების განულებასთან დაკავშირებით, სააკაშვილს დავუჯერეთ"- კობახიძე

ვალების განულების პროგრამა, რომელიც ქართულმა ოცნებამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ აამოქმედა და რომელსაც ეუთომ საკუთარ დასკვნაში ამომრჩევლის მოსყიდვა უწოდა, პარლამენტის თავმჯდომარე ნაციონალური მოძრაობას აბრალებს. კობახიძის თქმით, ოპოზიციას იდეის წართმება სურდა და გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენეს.

"ეს პროექტი განიხილებოდა და ამის თაობაზე დააანონსა მამუკა ბახტაძემ რამდენიმე თვით ადრე. უცბად მიუვიდა ნაცმოძრაობის ოფისს ჭორი იმის შესახებ, რომ ჩვენ ვაპირებდით ამის დაანონსებას პირველი ტურის შემდეგ კონკრეტულ დღეს, რაც იყო არასწორი ინფორმაცია. ჩაატარა მეორე დღეს ბრიფინგი მათმა პრეზიდენტობის კანდიდატმა და გამოაცხადა, აბა თუ ბიჭები ხართ ხვალ გაანულეთ ვალებიო. მეორე დღეს გამოვიდა მამუკა ბახტაძე და თქვა, ბიჭები ვართ და გავანულეთ ვალებიო. მათ რომ არ გაეკეთებინათ ეს განცხადება, მეორე ტურამდე არ ვაპირებდით ჩვენ. გამოუვალ მდგომარეობაში ჩაგვაყენეს. რაც გვითხრა მთავარმა ოპონენტმა, ის გავაკთეთ, ამ შემთხვევაში სააკაშვილს დავუჯერეთ", — თქვა ირაკლი კობახიძემ ტვ პირველის ეთერში, გადაცემა "რეაქციაში".

'.$TEXT['print'].'