"ბოლოს და ბოლოს, შევხვდით 33 წლის შემდეგ"
ავტორი: გურიის მოამბე
"ბოლოს და ბოლოს, შევხვდით 33 წლის შემდეგ"

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ის ადამიანი იპოვა, რომელიც 33 წლის წინ, მას, ფილტვების ანთებით დაავადებულ ჯარისკაცს მკურნალობდა და უვლიდა. როგორც აღმოჩნა ქალი, რომელიც წლების წინ სადგურის მორიგედ მუშაობდა, ტელეწამყვან პეტრო მაჰას დედაა:

„ოდესღაც, შორეულ 1986 წელს მე მესაზღვრე ვიყავი ჩოპის სადგურზე. ცივ იმიერკარპატულ ზამთარში ფილტვების ანთებით გავხდი ავად და სადგურის მორიგე მივლიდა, რომელსაც ჩემთვის წამლები, თაფლი, მურაბა და ცხელი ჩაით მმკურნალობდა. ამის შემდეგ ის აღარ მინახავს, მაგრამ მუდამ მახსოვდა.

დღეს მე ვიყავი პეტრო მაჰას გადაცემის ჩაწერაზე და აღმოჩნდა, რომ ის მისი დედაა. ჩვენ ბოლოს და ბოლოს შევხვდით 33 წლის შემდეგ. სიკეთე არასდროს იკარგება. ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაა ბოლო რამდენიმე წელში. მადლობა ყველას, ვისთვისაც სხვისი ტკივილი სულერთი არაა, მათ შორის უცნობი ადამიანებისაც.“- წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

'.$TEXT['print'].'