ცხოველის წამება პატიმრობით დაისჯება
ავტორი: გურიის მოამბე
ცხოველის წამება პატიმრობით დაისჯება

ცხოველის წამების პირველივე შემთხვევაში, რასაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება მოყვება, განისაზღვრა სასჯელის ახალი ზომა - პატიმრობა, ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

აღნიშნული  საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დამტკიცა, რის შედეგადაც, ცხოველებისადმი არასათანადო და სასტიკი მოპყრობისთვის გათვალისწინებული სასჯელის ზომები გამკაცრდა.

ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში, რამაც მისი ტანჯვა გამოიწვია, ადმინისტრაციული სახდელის ზომა გაიზარდა 500 ლარამდე. არასრულწლოვნის მიერ ცხოველის მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში, მშობლის პასუხისმგებლობა განისაზღვრა.

'.$TEXT['print'].'