ბახტაძე: საქართველოში ტრადიციები ინოვაციებს ხვდება
ავტორი: გურიის მოამბე
ბახტაძე: საქართველოში ტრადიციები ინოვაციებს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მესამე წლიური კონფერენციის გახსნისას განაცხადა რომ მიესალმება ამერიკელ მეგობრებს:

"ძალიან მახარებს ვაშინგტონამდე სან-ფრანცისკოსა და სიეტლში ჩემი ვიზიტის შედეგები, აქედან კი დალასში მივემგზავრები. შეხვედრები მქონდა ბიზნესწრეების გამოჩენილ წარმომადგენლებთან, ინვესტორებსა და დიდი კაპიტალის მქონე მეწარმე სუბიექტებთან, პოლიტიკის განმსაზღვრელებთან. ჩემი მიზანი იყო მათი ინფორმირება იმ მრავალფეროვან შესაძლებლობებზე, რაც საქართველოში ბიზნესის კეთებას უკავშირდება.

საუბარი მაქვს ქვეყანაზე, სადაც აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს, ჩრდილოეთი - სამხრეთს, ტრადიციები კი - ინოვაციებს. საქართველო ღიაა ბიზნესის კეთებისთვის და მიესალმება ამერიკელ მეგობრებს, რომლებიც ქვეყნისა და რეგიონის უხვ შესაძლებლობებს გამოიყენებენ. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ მეტი ინვესტიცია, მეტი ვაჭრობა და მეტი ამერიკა საქართველოში."- განაცხადა ბახტაძემ.

 

'.$TEXT['print'].'