21-23 ივნისს "შეკვეთილი არენა" ქვიშის ფეხბურთში ქვეყნის ჩემპიონატს უმასპინძლებს
ავტორი: გურიის მოამბე
21-23 ივნისს "შეკვეთილი არენა" ქვიშის ფეხბურთში ქვეყნის ჩემპიონატს უმასპინძლებს

21-23 ივნისს, შეკვეთილში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისა და აჭარის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ქვიშის ფეხბურთში საქართველოს მე-6 ეროვნული ჩემპიონატის პირველი ეტაპი გაიმართება. ტურნირში მონაწილეობას რვა გუნდი მიიღებს. ჩემპიონატი სამი ეტაპისგან შედგება, ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი, ჩვენს ქვეყანას 2020 წლის ევროპის ჩემპიონთა საკლუბო თასზე წარადგენენ.

ეროვნული ჩემპიონატის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ტურნირის საუკეთესო მოთამაშეებით საქართველოს ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდება, რომელიც მიმდინარე წლის, 5-7 ივლისს პორტუგალიის ქალაქ ნაზარეში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. ჩვენი გუნდის მეტოქეები დანიის, ბულგარეთისა და ნორვეგიის ეროვნული ნაკრებები იქნებიან.

საქართველოს მე-6 ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე გუნდები:

UG, თბილისი
კახეთი, თელავი
შევარდენი, ოზურგეთი
ბსუ, ბათუმი
ჭაბონამა, ფოთი
საზღვაო აკადემია, ბათუმი
დინამო, ბათუმი
ქუთაისი

აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის ქვიშის საფეხბურთო კულბი "შევარდენი" გურიის ქვიშისა და მინი ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიმდინარე წლის დასაწყისში დაფუძნდა და მან საქართვეწლოს უმაღლესი ლიგის საგზური და ქვეყნის 8 საუკეთესო გუნდში ადგილი უკვე მოიპოვა.

ასევე სათქმელია, რომ ამავე ფედერაციის და ოზურგეთის მერიის დიდი ზალისხმევით, მოკლე ხანებში მოხერხდა კურორტ შეკვეთილში პლაჟის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, რომელიც პირველად ტავის ისტორიაში საქართველოს პირველობის ერთ ერთ ტურს უმასპინძლებს.

ოზურგეთის "შევარდენი": ხარიტონ ჩხატარაშვილი-მთავარი მწვრთნელი; ჯონი კალანდაძე - კაპიტანი; კახაბერ როხაძე-მეკარე; კონსტანტინე ნაკაიძე; გიორგი გოგუა; გია გოგუა-მეკარე; აკაკი ათუაშვილი - მწვრთნელი; 

პირველ რიგში: რამაზი ასკურავა; დათო სურგულაძე; აკაკი როყვა; ლაშა ანთიძე; ილია ხეცურიანი;

პირველი ტური, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ 21 ივნისს შეკვეთილში დაიწყება და მასში ქვეყნის საუკეთესო რვა გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

სულ ჩემპიონატი სამ ტურად იმართება და მეორე და მესამე ტურებს ბათუმი უმასპინძლებს: 21-23 ივნისი (შეკვეთილი); 19-21 ივლისი (ბათუმი); 16-18 აგვისტო (ბათუმი);

ოზურგეთის "შევარდენი" 21 ივნისს დილის 10 საატზე ბსუ ბათუმს ეთამაშება, 22 ივნისს ასევე დილის 10 საათზე ბათუმის 'დინამოს; ხოლო 23 ივნისს სარამოს 19 საათზე UG თბილისს.

როგორც მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა, ხარიტონ ჩხატარაშვილმა გვითხრა, მსგავსი ღონისძიებები უდიდეს ინტერესს იწვევს დამსვენებლებში და ეს კარგი საჩუქარი იქნება შეკვეთილისა და გურიის შასვიზღვისპირა ზოლის დამსვენებლებისათვის: 

"მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ოზურგეთის მერს, კონსტანტინე შარაშენიძეს, რომ არა მისი ძალისხმევა ჩვენ ასეთი ტურნირის მასპინძლობაზე ვერც ვიოცნებებდით, ასევე ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი სასტუმრო "ივერიას" ხელმძღვანელს მერაბ ხომერიკს, აჭარის ფედერაციის ხელმძღვანელს ქვიშის ფეხბურთში ჯაბა ჭანტურიას,თავისთავად ჩვენს ერთ ერთ სპონსორს ირაკლი სირაძეს - "ჩემი მარკეტის " მფლობელს  და ყველა იმ ადამიანს ვინც წვლილი შეიტანა იმაში, რომ გურიას პირველად მიეცა უფლება ემასპინძლა მსგავსი ტურნირისათვის"-თქვა ჩხატარაშვილმა;

'.$TEXT['print'].'