ოზურგეთის "შევარდენმა" "შეკვეთილი არენაზე" ბათუმის "დინამოს" "ამხანაგურად" გაეჯიბრა
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის "შევარდენმა" "შეკვეთილი არენაზე" ბათუმის "დინამოს" "ამხანაგურად" გაეჯიბრა

დღეს, "შეკვეთილი არენაზე" ქვიშის საფეხბურთო კლუბმა ოზურგეთის "შევარდენმა" თავის არსებობაში პირველი ოფიციალური სპარინგი გამართა და ამავე სახეობაში ქვეყნის ფლაგმანი და ევროპის ჩენპიონთა ლიგაზე ბოლო წლებში უცველი და ერთადერთი მონაწილე საქართველოდან ბათუმის "დინამო" მიიღო.

ოზურგეთელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ სტუმრებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და 5-7 დამარცხდნენ.

აღსანიშნავია, რომ "შევარდენმა" პირველი და მეორე ტაიმი მოიგო კიდეც 2-0 და 4-2 (ქვიშის ფეხბურთში ერთი მატჩი სამ 12 წუთიანი ტაიმებისაგან შედგება ზუსტი სათამაშო დროთი), თიმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდა და ბათუმელებმა გურულების გატეხვა ბოლო ხუთ წუთში შეძლეს.

"შევარდენიდან" გოლები გაიტანეს ანთიძე 2, გოგუაძემ, ხეცურიანმა და როყვამ.

აღსანიშნავია რომ 21 ივნისს ამავე "შეკვეთილი არენაზე" იწყება საქართველოს ჩემპიომატის უმაღლესი ლიგის პირველი ჯგუფური ტური ქვიშის ფეხბურთის საფეხბურთო კლუბებს შორის.

ქვეყნის რვა საუკეთესო გუნდებს შორის ოზურგეთის "შევარდენიცაა".

'.$TEXT['print'].'