რა უშველოთ მეხსიერებას და ტვინს, თუ ექიმთან , ვერ მიდიხართ - მესამე ნაწილი
ავტორი: მარინა ტოტოჩავა
რა უშველოთ მეხსიერებას და ტვინს, თუ ექიმთან , ვერ მიდიხართ - მესამე ნაწილი

სისუსტე, დისკომფორტი, ადვილად დაღლა, ხასიათის შეცვლა, ენერგიის დაკარგვა, გამოფიტვა, უხასიათობა, სტიმულის დაკარგვა, იმედის დაკარგვა, ძილის დარღვევა, რატომღაც, ყოველთვის, დაბალი იმუნიტეტის, ბრალი ჰგონიათ. რეალობაში, ამის მიზეზი, ყველაზე ხშირად, ტვინის პრობლემაა. ხშირად , ეს არის, ინტოქსიკაციის გამო, ტვინის დათრგუნვის გამოხატულება. მოწამვლვა, ყველაზე მეტად, ტვინს და ღვიძლს ურტყამს. ჩვენი კვების, ხარისხის პირობებში, დღეს ვის უკვირს ინტოქსიკაცია .ვსუნთქვავთ ბოლს და ვჭამთ , ფერად პლასტმასებს, ხორცის და ხილის არომატით. სულ ვიმეორებ, რადგან, არ არის ფიქსირებული, სამედიცინო ლიტერატურაში: ინტოქსიკაციები მიდის ატიპურად, ღებინებისა და კუჭის აშლის გარეშე. თუ თავისით, გამოვა ადამიანი, სითხეების დახმარებით. ტვინი რჩება, დაზიანების, რაღაც ხარისხით. დღეს ქართველს, სულ არ სჭირდება, სერიოზული დაავადების დამართება. დღეს ქართველს, უიმედობით, შეშფოთებით, უქონლობით, უპერსპექტივობით, დარდით, ენგრევა ტვინი. ადამიანის სისუსტის და შესაბამისად, ტვინის დისკომფორტის, კარდინალური მიზეზია, მინერალების და ვიტამინების, ქრონიკული დეფიციტი. ე ვიტამინზე, უკვე ვისაუბრეთ. კონკრეტულ ვიტამინებზე და მინერალებზე,რომლებიც ტვინს, სასიცოცხლოდ სჭირდება, უფრო ქვემოდ ვისაუბროთ. ჯერ კიდევ ხალხში და სამწუხაროდ, ზოგ მედმუშაკშიც, არსებობს, უძველესი დოგმა, მსუქანი ადამიანის, ვიტამინებით სიჭარბის შესახებ. ხშირად , ძალიან მსუქანს, პოლივიტამინს , არ უნიშნავენ. ადამიანი კი, მსუქანი იმიტომ არის, რომ მას აკლია ვიტამინები და ამის გამო, მოშლილი აქვს, ნივთიერებათა ცვლა და ჰორმონთა ცვლა. ძალიან ახალგაზრდა ექიმი ვიყავი. 11 თვის ბავშვი მომიყვანეს, ბევრი პრობლემით. ერთი წლის ასაკში, ბავშვის წონა , უნდა იყოს, 11 კგ. ბავშვი იყო, 25 კგ. რა თქმა უნდა, ენდოკრინული სისტემით დავიწყე. ლატენტური, მთვლემარე დიაბეტი და სხვა უამრავი , ენდოკრინული დაავადებები გამოვრიცხე. ბუნებრივად , რომ ჩამეთვალა, გენეტიკა არ ჰყავდა, დატვირთული მსუქნებით. მიუხედავად იმისა, რომ შეძლებულ ოჯახში იზრდებოდა. მივხვდი, რომ ჰქონდა, ვიტამინების ძლიერი დიფიციტი. შეიძლება, ადამიანმა, სულ დელიკატესები მიიღოს. მაგრამ, ის რაც აკლია , ვერ მიიღოს. დავუნიშნე, მხოლოდ ვიტამინები, რომელიც აკლდა. მიუხედავად იმისა , რომ კარგად იცნობდნენ, ჩემს შესაძლებლობებს, ზოგიერთი მედ მუშაკის ,ცინიკური ღიმილი გამოვიწვიე . .ექიმი[ ჩემზე არ ვამბობ, ზოგადად ვამბობ], რაც უფრო განათლებულია, მით უფრო უბედური და დაუფასებელია, უმეცარ საზოგადოებაში, არასამართლებრივ სისტემაში და დაბალკვალიფიციური კოლეგის გვერდით. მშობლებს და ბებია - ბაბუას, ჩემი ძალიან სჯეროდათ. მაგრამ, წაიყვანეს მოსკოვში და 2 ინსტიტუტში იკვლევდნენ , ერთი თვის განმავლობაში. საბოლოო დანიშნულება იყო---------------------------მხოლოდ ვიტამინები. ნატურალური პროდუქტები, რომ სოციალური ცხოვრების ბრენდია, ეს ყველამ იცის. სვეცკობაზე თავის დამდები, დაბალი განვითარების, ზოგიერთი მშობელი,თითქოს ნატურალურს ეძებს და ამას გაჰყვირის.ამ დროს , რუსეთიდან ჩამოსულ და გზაში, ერთი თვე ნაგორებ ბარნის, აჭმევს შვილს და თან ტრაბახობს. დღეს 6 ბარნი შეჭამაო. მე ვუთხარი: ქალბატონო, 6 ბარნი თუ შეჭამა, გამგელებული ყოფილა, ბავშვი შიმშილისგან და რამე საჭმელი მიგეცა, ძველი ცომის, დატკბილულ და გაფერადებულ ბუტაფორიას, რომ აძლევ. საერთოდ, მოსვეცკო მდაბიოები, რეკლამაზე ეცემიან. ბუნებას დაუახლოვდით ადამიანებო. ბუნებას დაახლოებულ ადამიანს, მძიმე დაავადება, იშვიათად შეიპყრობს. ბუნება გვაძლევს, თავის გადარჩენის შანსს. კიბოს წამალიც ბუნებაშია. ავიღოთ კაკალი ანუ ნიგოზი. ის ოაზისია სიცოცხლის. ნიგოზში კონცენტრირებულია, ყველაზე საუკეთესო------------ვიტამინები, მინერალები, ნახშირწყლები. ცილები, ცხიმები და სხვა ძვირფასი ნივთიერებები. ამიტომ აქვს , კაკლის ნაყოფს, ადამიანის ტვინის, მსგავსი ფორმა. ღმერთი, ხშირად გვიკეთებს , მინიშნებებს. ადამიანებია მკრეხელი და უტვინო-------------უმრავლესობა. სიცოცხლე და სიცოცხლის გახანგრძლივების გზა, სხვაგან სად უნდა ეძებო. როცა ყველაფერი ნიგოზშია. ეს ყველაფერი, საკუთარმა ექიმმა და პროფილაქტიკურმა ჯანდაცვამ, უნდა ასწავლოს ხალხს. ქართველები ნიგოზს, ძირითადად, საცივის და ბადრიჯნის გაკეთების, დროს იყენებენ. თუ თქვენ, ნიგოზს, რეგულარულად მიიღებთ, ან უფრო, მის ზეთს, ხშირად დაამატებთ საკვებს, ქოლესტერინი, აუცილებლად, ნორმაში ჩაგიდგებათ. სანამ გადარუსდებოდა, ჩვენი ქვეყანა, მანამ, ეს ძველი ქართული, არისტოკრატული ტრადიცია იყო. კარგ ტრადიციაში, კულტურა და ადამიანის ჯანმრთელობის პროფილაქტიკა, ჩვენში, ყოველთვის , შერწყმული იყო ერთმანეთში. ადრე ჩემი დედა და ახლა მე. არასოდეს სტუმრის მაგიდაზე, სხვადასხვა კერძს, ნიგვზის ზეთით, მოკირწყლვის გარეშე, არ დავდებ. ნიგვზის ზეთი, იმას გაგიკეთებთ ,რასაც ვერ შეძლებს, ქოლესტერინის საწინააღმდეგო წამლები. თუ არ გინდათ წნევა , ინსულტი და ბევრი დაავადება, რაციონში ხშირად უნდა იყოს, ნიგვზის ზეთი. ტვინს, მეხსიერებას, იმუნიტეტს, გულს, ნევროზს, უძილობას, სისუსტეს, ყველაზე მეტად, ნიგოზი ეხმარება. ამერიკულ მედიცინაში, გამოსაჯანსაღებელი მკურნალობა, ნიგვზის დახმარების გარეშე, არ არის. რადგან , ნიგოზი, ყველა საჭირო, ნივთიერებას შეიცავს. ტვინს კი, მაშინ უჭირს, როცა ეს ნივთიერებები აკლია. ჩვენში მკურნალობის კულტურა, მასიურად და სრულფასოვნად, არ არის დანერგილი. ძველი თაობის , ქართველი ექიმები, დანიშნულების მეორე გვერდზე, ერთ გვერდ რეკომენდაციებს წერდნენ. ახლა, რეალობას და რეკომენდაციებს, როგორც იტყვიან, ჯვარი სწერია. მთავარია, ექიმმა, ის წამალი გამოწეროს, რაშიც პროცენტი აქვს. შეიძლება ზოგმა, არც გისმინოს სათანადოდ, რეკომენდაციების მიცემის დროს. რადგან მთავარი, ქიმიური წამალი ჰგონია. ამერიკულ დანიშნულებაში, ღვიძლის წამლების ჩამონათვალთან, ნატურალური ხაჭო წერია. ანუ კალცით აჭრილი რძე და არა მარკეტის ხაჭო, რომელიც ძვირია,მაგრამ, მაინც, რძის ფხვნილისგანაა დამზადებული. ჩვენში ფარმაციის ილუზიონიზმმა, ისე გაიდგა ფესვები, რომ ხალხი ჰიპნოზშია. ფარმაციის, ყველაზე საუკეთესო ტრადიციები , საქართველოშია. ყველაზე აკადემიური ფარმაცევტები, საქართველოს ჰყავდა. ადამიანს მართლა, მარტო ნიგოზი რომ სჭირდებოდეს, ანუ ის მინერალები აკლდეს, რაც ნიგოზშია. წავა პაციენტი, მეორე ექიმთან და ერთ გვერდ, ქიმიურ წამლებს გამოაწერინებს. საერთოდ ყველანაირი თაღლითობა, ნაკლებად განათლებულ და ნაკლებად მოხერხებულ ხალხზეა გათვლილი. ქიმიური წამლით, ის ადამიანი, უფრო კმაყოფილი იქნება. რადგან, ხამებს ლამაზი რეკლამები მოსწონთ. წამლებს, თავისი ადგილი აქვთ . მაგრამ, ფიტოთერაპია მედიცინის დარგია და მას, დიდი სიკეთე, მოაქვს ადამიანებისთვის. ხილი , მცენარის ნაყენი და ბოსტნეული, ყველზე მეტად აჯანსაღებს ტვინს.

 

'.$TEXT['print'].'