რა უშველოთ, ტვინს და მეხსიერებას, თუ ექიმთან, ვერ მიდიხართ - მეორე ნაწილი
ავტორი: მარინა ტოტოჩავა
რა უშველოთ, ტვინს და მეხსიერებას, თუ ექიმთან, ვერ მიდიხართ - მეორე ნაწილი

ცივი ფეხებით, არც ერთ შემთხვევაში, არ დაიძინოთ. ეს, ტვინის სპაზმს გააძლიერებს. ძილის წინ , წყალში ჩაიცხელეთ ფეხები. ან მიიღეთ სისხლის მიმოქცევის, გამოსაცოცხლებელი ნივთიერებები .მაგალითად, კოჭას და ლიმონის ნაყენი. ეს ნაყენი, ნივთიერებათა ცვლას აწესრიგებს და ზედმეტ ცხიმს შლის .ან კაკაო, რომელიც შეიცავს ფენოლებს და გულის და ტვინის მუშაობას ააქტიურებს. ასევე, როზმარინის ექსტრაქტი .ცივი ფეხების დროს, სათბურას ფეხებზე იდებთ. საერთოდ კი, სათბურის დადებას, თავისი წესები აქვს. შაკიკი, იმაზე მეტად, სერიოზული თემაა, ვიდრე ხალხს ჰგონია. შაკიკზე გვექნება საუბარი, სხვა დროს. ის ინსულტის დიდი რისკია. თუ შაკიკი გაწუხებთ, მაშინ სათბურა, ფეხის ტერფებზე, უნდა დაიდოთ. გასტრიტის დროს, სათბურა კუჭის არეში იდება. მაგრამ, თუ კუჭის წყლულია, სათბურამ, შეიძლება, პერფორაციის პროვოცირება მოახდინოს. ანუ გახეთქოს კუჭი. სათბურა, კუნთის სპაზმებს შლის და ტკივილს ამცირებს. თუ თავი გტკივათ , წნევის გარეშე და წამალი არ გაქვთ, ლიმონიანი წყალი დალიეთ. თუ მაღალი წნევა გაქვთ და წამალი, არ გაქვთ. ექიმის მოსვლამდე, რა უნდა გააკეთოთ.ეს ამერიკული რეკომენდაციაა და არა ბებიაჩემის ბებიას წესი. თუმცა ძველებს, ძალიან მიღებული და კანონზომიერი, მეთოდები ჰქონდათ ხალხური. რასაც ვერ ვიტყვი, დღევანდელ მშობლებზე. საუკეთესო მშობლების ტიპი იყო, ახლა, 40 წელს გადაცილებული თაობა და იქნება, დღევანდელი მოსწავლეების თაობა. მართალია , საკმაოდ ბევრია გონიერები ,30 დან 40 წლამდე მშობლებიც. მაგრამ, დღეს რომ, 30 დან 40 წლამდე მშობლების კატეგორიაა, უმრავლესობას, დედის ბიოლოგიური ინსტიქტი, ნორმაში არა აქვთ .გონებრივდ უმწიფრებია და ორიენტირებული არიან, მხოლოდ ,საკუთარ , კარგ ცხოვრებაზე. ასევე აგრესიულები არიან, ბავშვების მიმართ. ბევრთან მაქვს ურთიერთობა. მაგალითები მაიძულებს, ეს ვთქვა. ვაგრძელებ, მაღალი წნევის შეტევას. ექიმის მოსვლამდე, ფეხები, თბილ წყალში ჩადეთ. საკმაოდ ჩაასხით ძმარი და ცხელი წყალი ამატეთ, რამდენსაც გაუძლებთ. 37გრადუსზე მეტი ცხელი, არ შეიძლება. თუ თავი გტკივათ, ნერვიულობის ან უძილობის გამო, მაშინ გაიკეთეთ, ფეხის აბაზანა ან მთლიანი ტანის მოცხელო აბაზანა----- პიტნის ან ბარამბოს, ან წიწვის. ცხელი აბაზანა,არაფერი რომ არ გქონდეთ, შიგ ჩასაყრელი, სისხლძარღვების სპაზმს, ხსნის და ნივთიერებათა ცვლას აწესრიგებს. თუ მთლიან აბაზანაში ჩაწვებით, წყალი გულის ქვემოდ, უნდა იყოს. 10 წუთზე მეტი, აბაზანა, არ შეიძლება. ეს მეთოდები, მოზრდილებისთვისაა.ბავშვებში, სხვა სპეციფიკებია. თუ ადამიანს , სიცხე აქვს, ცხელი აბაზანა, არ შეიძლება. სათბურის გამოყენება, არ შეიძლება, მუცლის ღრუს, ბევრი დაავადების დროს. ფიტოთერაპია, თავის ტვინის საკვებად, ხშირად გამოიყენება. მე ჩამოვთვლი, მხოლოდ, იმ მცენარეებს, რომლებიც, თავის ტვინის , უჯრედების საკვებად, ყველაზე ხშირად და მეტადაა, ევროპაში მიღებული--------------ოროვანდი, ვირისტერფა, მოცვი, გვირილა, მარმუჭი, ბარამბო, გრაკლა, ცირცელი, მარწყვი ფესვებიანა. ამათი ნაყენი, საკმარისია, რომ ცალ-ცალკე მიიღოთ. მომზადების წესი, სიზუსტით, უნდა განხორციელდეს. მომზადების წესი და დოზები, შეათახმეთ ,პირად ექიმთან.კატაბალახას ფესვები, ამშვიდებს ნერვებს, ხსნის ტვინში, სტრესულ სიგნალებს, ამცირებს თავის ტკივილს, ქალასშიდა წნევის დროს. კომპენსატორულად შარდმდენია. ჩვენს ქაოსურ ცხოვრებაში, ვალერიანის ტაბლეტები, ყველა ადამიანის, ჯიბის აფთიაქი, უნდა იყოს.ვალერიანზე, უამრავი მედიკამენტია შექმნილი. დღევანდელი ილუზიონისტური ფარმაცია, ლამაზ შეფუთვაში, ერთ უსარგებლო ან ნაკლებად სარგებლიან, ინგრედიენტს დაამატებს და იქმნება, უამრავი დამამშვიდებელი პრეპარატები. მათი ძირითადი ბირთვი, ვალერიანია. რომელიც, ცალკე ნაყიდი, ძალიან იაფია. აქვე ვიტყვი, რომ ქართულ ფარმაციას, უდიდესი ტრადიცია და წარსული აქვს. მაგრამ, დღეს აკადემიურ ფარმაცევტს, ძნელად აღმოაჩენ. ტვინს რა მინერალები და ვიტამინები სჭირდება, ყველაზე მეტად, ამაზე ქვემოდ გვექნება საუბარი, სხვა ნაწილებში. მაგრამ, არ შეიძლება , ხშირად არ ვისაუბროთ ე ვიტამინზე. ტვინს , რომ კარგი განწყობა ჰქონდეს, ეს არ მოხერხდება, ე ვიტამინის გარეშე. ცალკე თემად, მე , ე ვიტამინი, დადებული მქონდა. მაგრამ, მხოლოდ თავის ტვინის ჭრილში, განვიხილოდ ახლა . ტვინს თუ, დადებითი განწყობა აქვს, ის არამარტო გონიერი და მშვიდი იქნება, არამედ არ გაიკარებს, არც ერთ დაავადებას. ტვინმა თუ არ გადაწყვიტა, ტვინს თუ არ , გამოეშალა ფეხი, არც ერთი დაავადება, არ დაუფიქსირდება ადამიანს. ე ვიტამინი აჩერებს, ტვინის დაბერებას. ე ვიტარმინი, კიბოს პროფილაქტიკაა--------------------აძევებს ორგანიზმიდან, ონკოლოგიურ- თავისუფალ რადიკალებს. ყოველთვის პრობლემაა ტვინში, ე ვიტამინი, როცა აკლია. ჩვენს დროში , დაბალი დონის, ცხოვრების ფონზე, ადამიანებს სამედიცინო პრობლემა, ის ჰგონიათ, ან რომ წაიქცევიან ან სიცხე რომ არ დაიწევს, ან ინსულტი ან ინფარქტი ან ანთება და ასე შემდეგ. თავის ტვინის , სისხლის მიმოქცევის მოშლა, რომელსაც, წინა თავში ვახსენებდი, მედიცინის პროტოკოლებში არსებობს, მხოლოდ, ინსულტისმაგვარი დაავადების ჩივილებით. დიფერენცირებული არ არის , მოშლის ხარისხები, არც სამედიცინო ლიტერატურაში. მედიცინაში, ბევრი რამ გადასახედია. ამ მდგომარეობის, პირველამდე მისული ხარისხი, ძალიან ბევრს აქვს. მათ შორის ბავშვებს. დისკომფოტი, ხან თავის ტკივილი, ხან წნევის ცვალებადობა, ხან სისუსტე და ბევრი ასეთი ჩივილები, ტვინის მიმოქცევის მოშლაზე მიუთითებს. ჩვენში სტატისტიკურად, ამდენი ინფარქტი, ინსულტი და სიკვდილი, არ იქნებოდა, ამ ჩივილებს, აკადემიური, ყურადღებიანი და გულიანი ექიმი, თავიდანვე რომ აფიქსირებდეს და განვითარების საშუალებას, არ აძლევდეს .ტ ვ ინს ბევრი რამ სჭირდება. მაგრამ ე--ვიტამინს , ტვინი განწირული ითხოვს. ე ვიტამინს შეიცავს: ზეთი , ნიგოზი, ისპანახი, ავოკადო, კრევეტები. შეიძლება , ბევრ რამეში შედიოდეს ე, მაგრამ ისე, რომ დააჩნდეს ტვინს, ამ ჩამოთვლილებშია. მთრიმლავ ნივთიერებებს აქვთ, თავის ტვინის სისხლძარღვების, გამადრეკადებელი ფუნქცია. ეს დადასტურებულია, გამოკვლევებით. გადრეკადებული სისხლძარღვი ტვინში, ეს არის, ჯანსაღი ტვინის სახე. დრეკადია? ესე იგი , არ გასკდება და ინსულტი არ დაემართება. მთრიმლავი ნივთიერებები შედის, ყველა სახის კენკრაში------------ შტოში, მოცვი, ალუბალი და ყველა კენკროვანი. კენკროვნები, კიბოს საწინააღმდეგო, ნივთიერებების ჩამონათვალშია. ე ვიტამინი, რომლის გარეშე, ძალიან უჭირს ტვინს, ბევრია მიწის თხილში. მიწის თხილი, თხილეული, არ არის. ბარდისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. მიწის თხილი, სხვა სასარგებლო ნივთიერებებსაც შეიცავს. მაგრამ, მასში, ძალიან დომინირებს ე ვიტამინი. საერთოდ, თხილეული, მინერალების საწყობია. ტვინს კი , ყველაზე მეტად, მინერალები უყვარს. ტვინს აჩლუნგებს, მინერალების ნაკლებობა. ყველაფერს, ყველა ორგანოს აჩლუნგებს, მინერალების ნაკლებობა. მკურნალობაში 100 პროცენტიანი შედეგები,იმიტომ მაქვს , რომ ადამიანს, ჯერ იმ მინერალებით და ვიტამინებით ვავსებ, რაც აკლია .გულის სარქვლები, საოპერაციო რომ არის, მაგალითად, წონანაკლებ ადამიანებში, რომლებსაც მეტაბოლური სინდრომი, არა აქვთ. ეს გულის სარქვლები, მინერალების ნაკლებობამ გამოფიტა. ერთი გვერდი წამლების დანიშვნას, რა აზრი აქვს, თუ ამთვისებელი , სარქვლის კედელი, გაფაშრებული და გამოფიტულია. ის წამალიც, მინერალებმა და ვიტამინებმა, უნდა შეიყვანოს რეაქციაში .სამწუხაროდ, მექანიზმების გააზრების გარეშე, არის ხშირად დანიშნულებები. თხილეულის შემადგენელი ცხიმი, უჯერია. უჯერი ცხიმი სჭირდება, მეტაბოლური სინდრომით დაავადებულებს, არსებობისათვის. მეტაბოლური სინდრომი თუ არ სჭირს ადამიანს, მაშინ მას , არ დაემართება---------- ინფარქტი, ინსულტი, სკლეროზი, არ გასუქდება, მუცელი არ გაუსუქდება და კიდევ ბევრი დავადება, არ დაემართება. თხილეულს მიეკუთვნება: თხილი, ნიგოზი, ნუში, პეკანი, კედრის თხილი, ქოქოსი, კეშიუ, მაკადამია. გაგრძელება იქნება

 

'.$TEXT['print'].'