როგორ უშველოთ, მეხსიერებას და ტვინს, თუ ექიმთან, ვერ მიდიხართ - პირველი ნაწილი
ავტორი: მარინა ტოტოჩავა
როგორ უშველოთ, მეხსიერებას და ტვინს, თუ ექიმთან, ვერ მიდიხართ - პირველი ნაწილი

გამომდინარე, ეკოლოგიური მდგომარეობიდან, დღეს 100 პროცენტით ჯანმრთელი ტვინი, არავის არა აქვს. ნებისმიერი დაავადება, არ დაიწყება, თუ ეს, ტვინმა არ გადაწყვიტა. ჯერ ტვინი ზიანდება, კერძოდ, მისი რომელიმე უბანი და ამის შემდეგ იწყება, ნებისმიერი, რომელიმე დაავადება. ტვინის უჯრედების აღსადგენად, ევროპაში და საერთოდ მედიცინაში, ფართოდ გამოიყენება ფიტოთერაპია. საერთოდ, ფიტოთერაპია, ყველა დაავადების დროს, არის ჩართული. ანუ ბუნებრივი მცენარეების და ხილბოსტნეულის გამოყენება კვებაში, საჭიროების დროს, კონკრეტული მოთხოვნილების მიხედვით. ამის შერჩევა, ხდება აკადემიურად. ნაყენი, არ უნდა იყიდოთ ექიმბაშთან. ყველა მცენარის ნაყენი ან ფოთოლი, არსებობს სააფთიაქო სისტემაში. მთავარია, ექიმის მიერ, სწორად შერჩევა. ეგრედ წოდებული საყმაწვილო, დაალევინეს 2 წლის ბავშვს და მომენტალურად გარდაიცვალა , რომელიც ჯანმრთელ მდგომარეობაში იყო. ამის რეალური მომსწრე ვარ. მაშინ ჯანდაცვის დეპარტამენტის, უფროსის მოადგილე ვიყავი, სამკურნალო დარგში და ამის დაფიქსირება, ჩემს საზღვრებში იყო. დღეს აფთიაქის, ზოგიერთი წამლის მიღება, შეიძლება, არ იყოს სასურველი და შედეგიანი, ხარისხის გამო. ექიმბაშთან ნაყიდი, რაღაც, არასტერილურად მოთქლაფულის, ყიდვა კი, ღრმა სიბნელეა. ბევრჯერ დამიწერია----- ფიტოთერაპიას, უდიდესი სიზუსტე უნდა. შეიძლება, ამოიკითხოთ, ბანალურ ჟურნლში, ამ დაავადებაზე კარგიაო. მაგრამ, კონკრეტულ ავადმყოფს, თავისი მონაცემების მიხედვით, შეიძლება, სასტიკი წინააღმდეგჩვენება ჰქონდეს, ამ მცენარის მიმართ. სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდებს, ყველა ის არაექიმი თავს, რომელმაც , თუნდაც, დაწეროს----------კიტრის ფოთლები მკურნალი. მსოფლიო ჯანდაცვის, ორგანიზაციის დასკვნით, ყოველი 100 რეცეპტიდან, 80 უვარგისია. მედიცინაში ისედაც , ბევრი შეცდომებია. არაექიმი უნდა მიხვდეს, რომ ისეთ საკითხზე არ ისაუბროს, რაც მედიცინაა. ფიტოთერაპია კი, სუფთა მედიცინაა. ის , მედიცინის, ერთ-ერთი დარგია. ის სიზუსტით, გათვლას მოითხოვს. წამლების დიდი პროცენტი, ხომ მცენარეულია. ფიტოთერაპიაზე, უფრო დეტალურად, ქვემოდ ვისაუბრებ. მაგრამ, პერიოდულად ვახსენებ, ადამიანებს ბუნებას. ქიმიური წამლების სიყვარულში, მანიაკალურ, აზარტულად ჩაპროგრამებული ტვინები, ბუნებაზე რომ გადმორთონ. კიბოს წამალი ბუნებაშია. ზედმეტ, ქიმიურ წამლებს კი, ხშირად, ქიმიოთერაპიამდე, მიყავს ადამიანი. დღეს ნოზოლოგია----------ენცეფალოპათია, მოსახლეობის 80 პროცენტს აქვს. რაღაც დონეზე, მაინც. ის ვითარდება, ამ პროცესების შემდეგ----------------1---- სისხლის მიმოქცევის, მოშლა სისხლძარღვებში. დღეს ეს ბავშვებსაც აქვს. არსებული ეკოლოგიური, მდგომარეობის და უხარისხო საკვების გამო. 2 -----------თავის ქალას ტრავმები. ძალიან დიდი რეაქცია მაქვს, როცა ადამიანი, უფრო მეტად კი ბავშვი, თავზე ტრავმას მიიღებს. თუნდაც ერთი შეხედვით, უმნიშვნელოს. ბევრი მშობელი, ამას დიდ ყურადღებას, არ აქცევს. ყინულს ვადებ და გამწოვს ვუნიშნავ. მშობელი მეუბნება. 9 თვის ბავშვი, საწოლიდან გადმოგვივარდა. თავი დაარტყა. კოპიც, კი არა აქვს. კლინიკაში იმიტომ მოვიყვანე, რომ ბევრი იტირაო. რა თქმა უნდა, ყველაფრისმცოდნე მეზობლებმა დაამშვიდეს, ყველა ბავშვი ტირისო. სიწითლეც არ ქონდა. რეფლექსები ვნახე. იყო გამტარებლობის დარღვევა და ტონუსის მომატება. სახლში დაბრუნდნენ. 5 დღე შევაწუხე, ეს ოჯახი. ყოველდღე 3ჯერ ვურეკავდი. ხალხს ვუგზავნიდი, რომ გადაეღო, თავის ქალა. ბავშვი ადგილზე ხტუნავდა და მხიარულობდა. არავითარი ჩივილი. ვაიძულე ოჯახს. მოვაბეზრე თავი. გადაუღეს და იყო , მცირე ჩაღვრა. ბავშვი , თავისი იმუნიტეტით და ჯანსაღი სისხლის მიმოქცევით, ამ ეტაპზე, ამას გაწოვდა. მაგრამ 40 ან 50 წლის ასაკში, იმ ადგილის ეპიცენტრით, ინსულტი დაემართებოდა. ბევრჯერ უთქვამს ადამიანებს. ინსულტის დროს, ძლიერი ტკივილი, იქ დამეწყო, სადაც ადრე, ტრავმა მქონდა და ყურადღება , არ მივაქციეო. 3------- ინტოქსიკაცია .ხშირად გიმეორებთ, რომ მოწამვლები, ჩვენს პერიოდში, ატიპურად მიდის. კუჭის აშლის და ღებიმების გარეშე. ბევრი ადამიანი,ბევრჯერ იწამლება, უხარისხო საკვების გამო. რაც შეეხება, იმ პატარა ბავშვის ოჯახს. ძალად მივეცი დანიშნულება. კონტროლზე ძვლივს მოვიყვანეთ. მით უმეტეს, რომ ფულს არავინ არ თხოვდა. ძალიან კარგი და საყვარელი, მშობლები ჰყავს, იმ ბავშვს. მაგრამ, არ არის ზოგადად, განათლება . ასევე, არ არის, სამედიცინო პროფილაქტიკური განათლება. ეს უბნის ექიმს, მეტად ეხება.მან უნდა გაანათლოს, მისი პაციენტები. ჩემი დედა, თავისი ხარჯით ბეჭდავდა ბროშურებს და ხალხს ურიგებდა. დღეს სრული უკონტროლობაა. ერთი ექიმი, რომ დადის უბანში, ყოველდღე და კეთილსისნდისიერად, მეორე სულ არ დადის. როცა უბნის პაციენტი მივა და დაურეკავენ. ეუბნება , სახლში მომაკითხოსო. მე სკოლის პროექტშიც ვარ. აურაცხელი სამუშაო მაქვს. მეორე ექიმი , ამავე პროექტში, სულ არ დადის და ამ დროს, სხვა უფრო მაღალხელფასან, სამსახურში იმყოფება. სკოლის ექიმის ხელფასი, მას პენსიასავით აქვს. ან როგორ არ დარდობს. მის ქვემდებარე სამუშაოზე, მით უმეტეს ბავშვებთან------------ იქნებ ვინმეს, ელვისებური მენინგიტი დაეწყოს და მისი არ ყოფნის გამო, მკურნალობა დაგვიანდეს. ან სხვა დაავადებაა და ექიმის გარეშე, ვითარება დაიძაბოს. სამინისტრომ, უნდა გააკონტროლოს და დაახარისხოს, როგორც უცოდინარი და მცოდნე, ასევე კეთილსინდისიერად მშრომელი და არაკეთილსინდისიერი , მხოლოდ, ფულის შოვნაზე , ორიენტირებული ექიმები. მათი უგულო საქმიანობა ხომ, ხალხზე უარყოფითად აისახება. ხალხის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე. გავაგრძელოთ, დაწყებული თემა .ადამიანთა უმრავლესობას, მათ შორის ბავშვებს, თავის ტვინის, სისხლის მიმოქცევის მოშლა, აქვთ რაღაც დონეზე. ამის გამო, სისხლძარღვები შევიწროებულია, სისხლი სქელია, განიცდის აგრეგაციას, ერთმანეთს ეწებება, ერითროციტები და თრომბოციტები. მიკროთრომბებით დაბინძურებულ სისხლს, ვერ მიაქვს, საკმარისი ჟანგბადი ორგანოებთან. ასეთ შემთხვევაში არის , ან თავის ტკივილი ან წნევის ცვალებადობა. ადამიანებს , რომლებსაც , სითბო სიამოვნებთ თავზე, გაზაფხულზეც კი, მათ ძლიერი შევიწროება, აქვთ სისხლძარღვების. თბილი სათბურა ან შალის ქუდი, სისხლძარღვებს აფართოებს. გაფართოებულ სისხლძარღვში, მიკროთრომბები, უფრო გადამოძრავდებიან. უფრო ადვილად გაივლის , ჟანგბადიანი სისხლი და უჯრედების კვება გაუმჯობესდება. ნივთიერებათა ცვლა გააქტურდება. გაგრძელება იქნება.

 

'.$TEXT['print'].'