"შევარდენმა" ბათუმის "დინამოსთან" მორიგი სპარინგი გამართა - ზეგ ჩემპიონატი იწყება
ავტორი: გურიის მოამბე
"შევარდენმა" ბათუმის "დინამოსთან" მორიგი სპარინგი გამართა - ზეგ ჩემპიონატი იწყება

ზეგ, 21 ივნისს,  შეკვეთილში "შეკვეთილი არენაზე" საქართველოს ჩემპიონატში ქვიშის ფეხბურთი უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის პირველი ტური დაიწყება.

ქვეყნის 8 საუკეთესო კლუბი ერთმანეტს ჩემპიონობისათვის შეებრძოლებიან.

შეკვეთილი ქვეყნის ჩემპიონატის პირველ ტურს, რომელიც სულ სამ ტურად ტარდება - 21 -23 ივნისს უმასპინძლებს.

მომდევნო ტურებსა და პლეი ოფებს კი უკვე ბათუმი მასპინძლობს.

8 საუკეთესო გუნდებს შორისაა ოზურგეთის "შევარდენი' - რომელმაც დღეს "შეკვეთილი არენაზე" ბოლო სპარინგი გამართა და კვლავაც ქვეყნის ქვიშის ფეხბურთის ფლაგმანს - ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა.

პირველი ტაიმი ფრედ 2-2 დასრულდა, მეორე ტაიმში უპირატესობა ბათუმელტა მხარეს იყო და მიუხედავად იმისა რომ მესამე ტაიმში თამაში თითქმის გათანაბრდა ის მაინც ბათუმელთა სოლიდური სხვაობით 7-3 დასრულდა.

"შევარდენიდან" ბურთები გაიტანეს ნაკაიძემ, გოგუაძემ და სურგულაძემ.

 

'.$TEXT['print'].'