"ინდიანას" მთავარი მწვრთნელი: "აღტაცებულები ვიყავით ბითაძეს არჩევის საშუალება რომ მოგვეცა"
ავტორი: გურიის მოამბე
"ინდიანას" მთავარი მწვრთნელი: "აღტაცებულები ვიყავით ბითაძეს არჩევის საშუალება რომ მოგვეცა"

ქართული კალათბურთის ამომავალი ვარსკლავი მე-18 ნომრად "ინდიანა პეისერსმა" აირჩია. ჩვენებურს საკმაოდ სერიოზული კონკურენციის დაძლევა მოუწევს. ინდიანაპოლისელებს წინახაზში დომანტას საბონისი და მაილს ტერნერი ჰყავთ. ასე რომ ბითაძეს სათამაშო დროის მისაღებად მაქსიმუმის გაკეთება მართებს.

"ინდიანას" სამომავლოდ ამბიციური გეგმები აქვს. გასულ სეზონში "პეისერსმა" აღმოსავლეთ კონფერენციის მეხუთე პოზიცია დაიკავა და რომ არა ვიქტორ ოლადიპოს ტრავმა, გაცილებით ბევრს მიაღწევდა.

ამერიკულ პრესას თუ დავუჯერებთ "პეისერსი" თავისუფალი აგენტების ბაზარზე აქტიურად იმუშავებს და რამდენიმე მაღალი დონის კალათბურთელის გადაბირებას შეეცდება

"ინდიანას" მთავარი მწვრთნელი, ნეიტ მაკმილანი მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე გაესაუბრა და განაცხადა: "აღტაცებულები ვიყავით მე-18 ნომრად ბითაძეს არჩევის საშუალება რომ მოგვეცა. გვეგონა მას გაცილებით ადრე აიყვანდნენ და ძალიან გაგვიკვირდა შანსი რომ მივიღეთ. გოგა მაღალი დონის კალათბურთელია, რომელიც ბურთს ჩინებულად აკონტროლებს და სამქულიანებს კარგად ესვრის. ბითაძის თამაში არ მინახავს, რადგან ევროლიგისთვის თვალი არ მიმიდევნებია, მაგრამ ვენდეთ სკაუტებს, რომლებიც გოგას მთელი სეზონის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ბითაძე სათამაშო სტილით დომანტას საბონისის სტილს ჰგავს და იმედი გვაქვს, მასთან და მაილს ტერნერთან ერთად სწორად განვითარდება".

'.$TEXT['print'].'