ოზურგეთის მერიამ ქვიშის ფეხბურთელები დაასაჩუქრა
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის მერიამ ქვიშის ფეხბურთელები დაასაჩუქრა

გუშინ კურორტ შეკვეთილსი საქართველოს პირველობის ქვისის ფეხბურთში უმაღლესი ლიგის პირველი ტური დასრულდა.

აღნიშნულ ღონისძიებას ისტორიაში პირველად ოზურგეთმა უმასპინძლა.

ასევე პირველად ისტორიაში უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა და ქვეყნის 8 საუკეთესო კლუბში ასპარეზობდა ოზურგეთის "შევარდენი".

პირველი ტურის დასრულებისთანავე გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, რომელშიჩ ქვიშის ფეხბურთის ფედერაციის ხელმზრვანელობასთან ერთად მონაწილეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ მიიღო.

ოზურგეთის მერმა საჩუქრები გადასცა ყველაზე ვეტერან მონაწილეს ოზურგეთის "შევარდენის" მეკარეს გია გოგუას, ასევე ორგანიზატორთა განცხადებით, პირველი ეტაპის აღმოჩენას ავთო კვიჭიძეს (თელავის "კახეთი") და ლაშა გოგუაძეს (ოზურგეთის "შევარდენი").

ტურნირის ორგანიზატორის, აჭარის საპლაჟო ფეხბურთისა და ფუტზალის ფედერაციის პრეზიდენტის, ჯაბა ჭანტურიას განცახდებით, რომ არა ოზურგეთის მერის ძალისხმევა, ეს ეტაპი შეკვეთილში ვერ ჩატარდებოდა:

"ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ოზურგეთის მერს, კოტე შარაშენიძეს, როცა აქ ერთი თვის წინ ვიმყოფებოდით და ოზურგეთის მერს შევხვდით, დაუჯერებლად მოგვეჩვენა მისი გაცემული დაპირებები, თუმცა აქ ჩვენდა გასაკვირად, მოკლე დროშიუზარმაზარი სამუშაოები ჩატარდა, ცოტაც კიდევ და შეკვეთილს საერთაშორისო დონის არენა ექნება, რაც თავისთავად შესაძლებელს ხდის აქ საერთაშორისო ტურნირებიც ჩავატაროთ. ასევე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სასტუმრო "ივერია ელ"-ის ხელმზრვანელს, მერაბ ხომერიკს რომელმაც იდეალური პირობები შეგვიქმნა და თავისთავად გურტიის საპლაჟო და მინი ფეხბურთის ფედერაციას." - თქვა ჭანტურიამ პირველი ეტაპის დასრულებისას.

'.$TEXT['print'].'