დაზარალებული:"პროკურორი არ მაცნობს საქმის მასალებს ჩემი ინტერესების ნაცვლად მეორე მხარეს იცავს"
ავტორი: გურიის მოამბე
დაზარალებული:"პროკურორი არ მაცნობს საქმის მასალებს ჩემი ინტერესების ნაცვლად მეორე მხარეს იცავს"

 

დღეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში (მოსამართლე ბიძინა სტურუა) განახლდა საქმის განხილვა ლანჩხუთის ბაღების გაერთიანების ყოფილი ტანამსრომლის კახა ორაგველიძის ცემის ფაქტზე.

პროკურატურა ამავე გაერთიანების თანამსრომლების ახლობლებს, მათ შორის ვალერიან ქინქლაძეს, კახა ორაგველიძეზე თავდასხმას და ცემას ედავება.

დღეს სასამართლომ საქმის გამომძიებელი გიორგი გიგინეიშვილი დაკითხა.

საქმის განხილვა 4 სექტემბრისათვის გადაიდო.

როგორც დაზარალებული კახა ორაგველიძე აცხადებს, გამოძიება საქმეს სრულფასოვნად არ იძიებს და პროკურორიც ნაცვლკად დაზარალებულის ინტერესების დაცვისა, პირიქით ტავდამსხმელთა ინტერესებს იცავს:

"არსებული კანონმდებლობით ჩემს უფლებებს პროკურორი უნდა იცავდეს, თუმცა სამწუხაროდ ნაცვლად ამისა ის მჭიდრო კავშირშია თავდამსხმელებთან და მათ ადვოკატთან, აქედან გამომდინარე ვრჩები ფაქტობრივად სამართლიანი სასამართლოს გარეშე. კატეგორიულად ვაცხადებ რომ თავს დამესხა არა ერთი ადამიანი, როგორც ამას გამოძიება და საქმის პროკურორი მამუკა ნადირაძე აცხადებს, არამედ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ უარი ვთქვი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე, მცემეს სასტიკად, მქონდა ტვინის შერყევა, ვიწექი სახცლში, შემდეგ გარდამეცვალა დედა, ამასობაში ბაღების გაერთიანების ხელმძრვანელმა ნატა კობალავამ გამომიცხადა ზედიზედ სამი საყვედური და დამითხოვა სამსახურიდან. ეს არის დევნა პოლიტიკურ ნიადაგზე. არათუ ამ სამსახურეობრივ დევნას, თავდასხმისა და სასტიკად ცემის ფაქტსაც კი არ იძიებენ. ქვეყანა ჩალით არის დახურული." - გვითხრა ორაგველიძემ დღეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში გამართული სხდომის შემდეგ.

 

'.$TEXT['print'].'