ოზურგეთის "შევარდენი" მესამე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისათვის იბრძვის
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის "შევარდენი" მესამე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისათვის იბრძვის

19 ივლისს, ქალაქ ბათუმში გაგრძელდება საქართველოს პირველობა ქვიშის ფეხბურთელთა შორის.

აჭარის დედაქალაქი ამ პირველობის მეორე ტურს უმასპინძლებს.

23 ივნისს, ოზურგეთის შავიზღვისპირა კურორტ შეკვეთილში, ამ პირველობის უმაღლესი ლიგის კლუბებს შორის პირველი ეტაპი დასრულდა.

უმაღლესი ლიგის დებიუტანტი ოზურგეთის "შევარდენი", პირველი ეტაპის შემდეგ მესამე ადგილზეა და თუ მან ჩემპიონატი ამ ადგილზე, ანუ პირველ სამეულში დაასრულა, ოზურგეთელები წელს ბარსელონაში გასამართი ევროპის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდის საგზურს მეორე ადგილოსანთან ერთად მიიღებენ. ხოლო გამარჯვებული პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე გადის.

 

გთავაზობთ სატურნირო ცხრილს:

 

'.$TEXT['print'].'