დათო ჩხარტიშვილმა საქართველოს ევროპულ თამაშებზე 27-ე მედალი მოუტანა!
ავტორი: გურიის მოამბე
დათო ჩხარტიშვილმა საქართველოს ევროპულ თამაშებზე 27-ე მედალი მოუტანა!
ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი დათო ჩხარტიშვილი მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.
60 კგ წონით კატეგორიის ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ჩხარტიშვილი რუმინელ რაზვან არნაუს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში იმარჯვა. პირველი პერიოდი რუმინელმა 3:0 მოიგო, მაგრამ მეორე პერიოდში ქართველმა ფალავანმა ჩამორჩენა გააბათილა და შეხვედრა 3:3 დასრულდა. ვინაიდან, ბოლო ქულები ქართველმა მოიპოვა, გამარჯვებაც მას დარჩა.

ეს კი, საქართველოს დელეგაციისთვის ევროპულ თამაშებზე 27-ე მედალია - 6 ოქრო, 7 ვერცხლი, 14 ბრინჯაო.
'.$TEXT['print'].'