ოზურგეთის ქორეოგრაფიული ანსამბლები - "საირმე - 2019"
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის ქორეოგრაფიული ანსამბლები - "საირმე - 2019"

17 ივნისს, კურორტ საირმეში გაიმართა მოზარდთა შემოქმედების მრავალჟანროვანი საერთაშორისო ფესტივალი "საირმე - 2019". ფესტივალი საზეიმო აღლუმით გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა კუთხის თვალსაჩინო, ღირსეული შემოქმედებითი კოლექტივები, ხოლო ფესტივალზე საპატიოდ მიიწვიეს ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლები: "ზენაარი", "კოლხა", "ლაშა-გიორგი", "მანანური". ფესტივალი დაჯილდოების ცერემონიალით დაგვირგვინდა, სადაც გამოვლინდა სხვადასხვა ნომინაციაში ამა თუ იმ ანსამბლების წარმატებულობა. 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი

 

'.$TEXT['print'].'