რელიგიამ კალათბურთელს NBA და კარიერა ნაადრევად მიატოვებინა
ავტორი: გურიის მოამბე
რელიგიამ კალათბურთელს NBA და კარიერა ნაადრევად მიატოვებინა

"ინდიანა პეისერსის" Point guard-მა დარენ კოლისონმა მოულოდნელად კარიერა 31 წლის ასაკში დაასრულა. ამერიკელმა კალათბურთელმა ამის შესახებ დღეს განაცხადა. კოლისონმა ამ ახალი ამბის გამოცხადებისას აღნიშნა, რომ ის მის ცხოვრებას ამიერიდან თავის რელიგიას იეჰოვას მიუძღვნის. "კალათბურთი კვლავ მიყვარს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები არის, მაგალითად ოჯახი და რწმენა. მე იეჰოვას მოწმეთა მიმდევარი ვარ და რწმენა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. დიდ ბედნიერებას მანიჭებს ის ფაქტი, რომ ადამიანებს ვეხმარები და მონაწილეობას ვიღებ ამ მსახურებაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამას ჩემთვის ისეთი სიამოვნების განცდა მოაქვს, რომელსაც ვერაფერს შეადარებ. ამ ყველაფერთან დაკავშირების შემდეგ, NBA-ს დატოვება გადავწყვიტე". NBA-ში 10 წლიანი კარიერის განმავლობაში კოლისონმა 43 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. გასულ სეზონში კოლისონი "ინდიანას" მაისურით საშუალოდ 11,2 ქულას და 6,0 გადაცემას აგროვებდა. შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონიდან "ინდიანას" ღირსებას 19 წლის ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე დაიცავს.

წყარო: crystalsport.ge

'.$TEXT['print'].'