"მე ზოგადად მაფიქრებს ეს დაკარგული თაობა"!-მამა პეტრე გამოცდების ეროვნული ცენტრს მიმართავს
ავტორი: გურიის მოამბე
"მე ზოგადად მაფიქრებს ეს დაკარგული თაობა"!-მამა პეტრე გამოცდების ეროვნული ცენტრს მიმართავს

აბიტურიენტების დიდი ნაწილი გუშინ, ეროვნულ გამოცდებზე, რომელიც უნარებში ჩატარდა, საკმაოდ დიდ სირთულეებს წააწყდნენ. ბევრი მათგანი ამბობს, რომ იმდენად რთული ტექსტები იყო, ნაწილმა მისი დაწერა საერთოდ ვერ შეძლო და პირდაპირ ხურავდნენ საგამოცდო ფურცლებს. ოზურგეთში რამდენიმე აბიტურიენტის განცხადებით, ბავშვები სტრესის გამო ცუდად გახდნენ და ნაკლებად აქვს ვინმეს იმის მოლოდინი, რომ უნარებში დამაკმაყოფილებელ ქულებს მაინც აიღებენ. როგორც ისინი ჩვენთან ყვებიან, ასეთი მდგომარეობა იყო თითმის უმრავლეს საგამოცდო ცენტრებში: 

აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოცდების ეროვნული ცენტრს მამა პეტრე საკუთარი ფეისბუკ გვერდით მიმართავს: 

რატომ ანადგურებთ ამ ბავშვებს?! საგამოცდო ციებ-ცხელება ისედაც სტრესულია და ამას ხელოვნურად რომ დაუმატეთ ,,უნარების" საკითხები, რას გინდათ, რომ მიაღწიოთ?!
ვერბალურ ნაწილში დამახინჯებულად ნათარგმნ ტექსტებში, თავს და ბოლოს ვერ გაარკვევ, რა მოლოდინებული უნდა გქონდეთ?! 
ისედაც ფსიქიკა შერყეულ თაობას, ნიჰილიზმის და იმედგაცრუების ეპოქაში ნაცვლად იმისა, რომ ახალგაზრდებს მხარში დავუდგეთ, ამ არაფრისმომცემი, თითიდან გამოწოვილი, ხელოვნური გამოცდის გამო იმ მცირე სურვილსაც უკარგავთ, სწავლისთვის რაც შემორჩენიათ... აღარ არის ცდების დრო, თაობა იღუპება, თქვენ კი ხელს უწყობთ ქუჩაში გავიდნენ და უმიზნოდ იცხოვრონ... 
გამოსავალი რაშია?! სწორად ნათარგმნი ტექსტები მაინც შეგეტანათ... თუ ამას ვერ ახერხებთ, გამოცდა ბათილად გამოაცხადეთ!..
P.S. ამას იმიტომ არ ვწერ, რომ მარიამი აბარებს... მან მაღალი ქულა აიღო... 
მე ზოგადად მაფიქრებს ეს დაკარგული თაობა!..-წერს მამა პეტრე.

'.$TEXT['print'].'