გია ხუხაშვილი ხელისუფლებას - "გცხვენოდეთ. თუ ვერ ხვდებით, ჩვენი სირცხვილი ხართ"
ავტორი: გურიის მოამბე
გია ხუხაშვილი ხელისუფლებას - "გცხვენოდეთ. თუ ვერ ხვდებით, ჩვენი სირცხვილი ხართ"

წუხელ თბილისში ტელეკომპანია "რუსთავი 2" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და მისი ერთერთი სავტორო გადაცემის წამყვანის მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებულ განცხადებას საკუთარ ფეისბუკ გვერდზე პოლიტიკური ექსპერტი გია ხუხაშვილი ეხმაურება და წერს:

"ყველა შევთანხმდით, რომ გაბუნიას საქციელი არ ჯდება არა თუ პროფესიული, არამედ პიროვნული ეთიკის და ღირსების ჩარჩოებში.
მაგრამ, ბევრად უფრო შემაშფოთებელი სურათი აჩვენა რიგში ჩამდგარი ხელისუფლების წარმომადგენლების პანიკურმა განცხადებებმა, რომ ვინმე გაბუნიას განცხადებებმა ლამის ომის ზღვარზე დააყენა ქვეყანა. 
1. დამშვიდდით ბატონებო, არ არსებობს ბუნებაში ომი, რომელიც ჟურნალისტის გინებას შეიძლება მოყვეს.
2. ომის რეალური მიზეზი შეიძლება გახდეს მხოლოდ განვითარების გაცხადებული ვექტორი და არაფერი სხვა.
3. ნუ გექნებათ იმედი, რომ “ბაბაიას” დაძახებით დათვს ისევ მიაძინებთ, რადგან ის თქვენი შიშით იკვებება და ეს საკვები გუშინ მიეცით. ხვალ უფრო მეტს მოითხოვს.
4. კარგი იქნება, თუ გააცნობიერებთ, რომ თქვენი ბოლოდროინდელი ქმედებები და განცხადებები კაპიტულანტურს ძალიან მიუახლოვდა, რაც მთლიანად ჯდება რუსეთის გეგმებში საქართველოსთან მიმართებაში.
5. გაბუნიას საქციელის საბაბით შიდა პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობაც მთლიანად ჯდება რუსეთის გეგმებში. გადახედეთ რუსული პროპაგანდის გამოხმაურებებს და იქნებ მიხვდეთ, საით მიაქანებთ ქვეყანას.
თუ მართლა გეშინიათ, გცხვენოდეთ. თუ თამაშობთ, გცხვენოდეთ. თუ ვერ ხვდებით, ჩვენი სირცხვილი ხართ" წერს პოლიტიკური ექსპერტი გია ხუხაშვილი.

'.$TEXT['print'].'